მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, სეტყვა და ქარის გაძლიერება - ამინდი იცვლება
1754659025
გაერო უკრაინაში 300 მშვიდობიანი მოქალაქის უკანონო მკვლელობას იძიებს,- ამის შესახებ უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, მატილდა ბოგნერმა განაცხადა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
გაეროს ოფიციალური პირის თქმით, ამ დროისთვის უკრაინაში დაფიქსირებულია 5 000-ზე მეტი შემთხვევა მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის ან დაშავების შესახებ, მათ შორის დაფიქსირებულია გაუპატიურების ათობით შემთხვევა და გატაცების 150-მდე შემთხვევა.