აშშ-უკრაინის შეთანხმება იშვიათი წიაღისეულის შესახებ - ვოლოდიმირ ზელენსკიმ რატიფიცირების დოკუმენტს ხელი მოაწერა

ზელენსკი

უკრაინასა და ამერიკას შორის მინერალების შეთანხმების რატიფიცირების დოკუმენტს ხელი უკრაინის პრეზიდენტმა მოაწერა. ვოლოდიმირ ზელენსკის ხელმოწერამდე, შეთანხმება უმაღლესმა რადამ დაამტკიცა. დოკუმენტს მხარი 450 დეპუტატიდან 338-მა კანონმდებელმა დაუჭირა.

შეგახსენებთ, იშვიათი წიაღისეულის შესახებ ამერიკისა და უკრაინის შეთანხმება ითვალისწინებს საერთო საინვესტიციო ფონდის შექმნას, რომელიც უკრაინის ბუნებრივი რესურსების განვითარების პროექტებში ამერიკის წვდომას უზრუნველყოფს.