„იმედია, ეს არ გამართლდება... ძალიან მძიმე სანახავი იყო“ - რა იწინასწარმეტყველა გოგა მანიამ
1746647632
რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ომში რუსი სამხედროების მოქმედებების შესახებ არასწორ ინფორმაციას აწვდიან. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი აშშ-ს ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ჩვენ გვჯერა, რომ პუტინს მისი მრჩეველები დეზინფორმაციას აწვდიან იმის შესახებ, თუ რა ცუდად მოქმედებენ რუსული სამხედროები და როგორ სახიჩრდება რუსეთის ეკონომიკა სანქციებით, რადგან მის მრჩეველებს ძალიან ეშინიათ სიმართლის თქმის", — განუცხადეს აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა მედიას.
ოფიციალურმა წარმომადგენელმა დასძინა, რომ აშშ-ს აქვს ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ პუტინმა გაიგო დეზინფორმაციის შესახებ, რამაც გამოიწვია განხეთქილება პუტინსა და მის თავდაცვის მაღალჩინოსნებს შორის.