მეცნიერები ასახელებენ სავარაუდო დროს, როცა დღე-ღამის ციკლი 25 საათი გახდება
1775156728
უკრაინა რუსეთს სთავაზობს, რომ დონბასის საკითხი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პირდაპირი მოლაპარაკების შედეგად გადაწყდეს.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.
„რაც შეეხება დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების გარკვეულ ოლქებს, ეს საკითხები მოცემულია ცალკეულ პუნქტში, რაზეც საუბარი უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის მოლაპარაკების ფარგლებში იქნება“, – თქვა პოდოლიაკმა.