ვრცელდება ლელა კაკულიას უახლესი წინასწარმეტყველება
1762292321
ნიუ იორკის ახლადარჩეულმა მერმა, ზოჰრან მამდანიმ ამომრჩევლის წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მიმართა.
მისი თქმით, ნიუ იორკმა აჩვენა ის გზა, რომლითაც ტრამპის დამარცხებაა შესაძლებელი.
„ვინმეს თუ შეუძლია, აჩვენოს ქვეყანას, რომელსაც დონალდ ტრამპმა უღალატა, თუ როგორ შეიძლება მისი დამარცხება – ეს არის ქალაქი, რომელშიც ის აღზევდა. და, დესპოტის შეშინების გზა თუ არსებობს, ეს არის იმ პირობების განადგურება, რომლებმაც მას ძალაუფლების მოპოვების საშუალება მისცეს. ეს არ ეხება მხოლოდ იმას, თუ როგორ შევაჩეროთ ტრამპი, არამედ როგორ შევაჩეროთ შემდეგი. დონალდ ტრამპ, ვიცი, რომ მიყურებ, სამი სიტყვა მაქვს შენთვის – ტელევიზორის ხმას აუწიე!“- განაცხადა ზოჰარ მამდანიმ. მამდანი აცხადებს, რომ მისი გამარჯვებით ძალაუფლება მშრომელთა ხელში გადადის.
„სადამდეც ჩვენი მეხსიერება სწვდება, მდიდარი და კარგი კონტაქტების მქონე ხალხი ნიუ იორკელ მშრომელებს მუდამ ეუბნებოდნენ, რომ ძალაუფლება მათ არ ეკუთვნით. არ ეკუთვნით მათ, ვისაც საწყობში მუშაობის დროს თითები აქვთ მოყოლილი ყუთების ქვეშ, ვისაც ველოსიპედის საჭემ ხელისგულები გაუუხეშა, ვისაც თითები ქურასთან აქვს დამწვარი. ამბობდნენ, რომ ამ ხელებს არ აქვთ უფლება ძალაუფლება მიიღონ. მიუხედავად ამისა, უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში, თქვენ გაბედეთ და მიისწრაფოდით რაღაც უფრო დიდისკენ. დღეს, ყველა სირთულის მიუხედავად, ჩვენ ეს გავაკეთეთ, მეგობრებო, ჩვენ დავამხეთ დინასტია“, – განაცხადა მამდანიმ.
ცნობისთვის, ნიუ იორკის მერის არჩევნებში დემოკრატმა ზოჰრან მამდანიმ გაიმარჯვა. ის პირველი მუსლიმი და, წარმოშობით უგანდელი მერია, რომელიც მეგაპოლისს ჩაუდგება სათავეში. მისი მთავარი მეტოქე იყო ნიუ იორკის ყოფილი გუბერნატორი ენდრიუ კუომო, რომელიც დამოუკიდებელ კანდიდატად იყრიდა კენჭს.
ზოჰრან მამდანი ნიუ იორკის მერის თანამდებობას 1-ლი იანვარს დაიკავებს.