ჟანდარმერიის ყაზარმაზე ფეიერვერკის სროლის გამო, საფრანგეთის სასამართლომ 18 წლის ახალგაზრდას ერთი წელი მიუსაჯა, 6 თვის საპატიმრო სასჯელით

ჟანდარმერია

ჟანდარმერიის ყაზარმაზე ფეიერვერკის სროლის გამო, საფრანგეთის სასამართლომ 18 წლის ახალგაზრდას ერთი წელი მიუსაჯა, 6 თვის საპატიმრო სასჯელით, - ინფორმაციას francebleu ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ახალგაზრდა სასამართლოს წინაშე ბლანშ-ფლერის რაიონში მდებარე ყაზარმებზე 13 და 14 ივნისს, ფეიერვერკის სროლის გამო სამ არასრულწლოვანთან ერთად წარდგა. სასამართლომ 18 წლის ახალგაზრდას ერთწლიანი პატიმრობა, მათ შორის ექვსი თვით საპატიმრო ღონისძიება, ექვსი თვე კი პირობითი სასჯელი შეუფარდა „ადამიანებისთვის საშიში საშუალებებით მიყენებული ზიანისთვის“ და „ჟანდარმერიის თანამშრომლის მიმართ ძალადობისთვის“.

არასრულწლოვანებისთვის სასჯელის შეფარდებაზე სასამართლო მოგვიანებით იმსჯელებს.

სულ ფეიერვერკის სროლის გამო 9 პირი იყო დაკავებული, თუმცა მათგან, როგორც მსროლელი, „ოფიციალურად იდენტიფიცირდა“ მხოლოდ ოთხი.