„25 წელი წამში დასრულდა...“ - ვაზიანში ახალგაზრდა გოგოს გლოვობენ
1755288881
ადრე, როდესაც დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ალასკაში შეხვედრისთვის ემზადებოდნენ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა რუსეთს "შეეჩერებინა ომი, რომელიც თავადვე დაიწყო“. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
უკრაინის ლიდერი აცხადებს, რომ ორ ლიდერს შორის შეხვედრა "აუცილებელია“, თუმცა კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ "ეფექტური გადაწყვეტილებების“ უზრუნველსაყოფად, მოლაპარაკებებში კიევიც უნდა იყოს ჩართული.
"ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების გარანტიები. ჩვენ გვჭირდება მდგრადი მშვიდობა. ყველამ იცის მთავარი მიზნები. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც რეალური შედეგების მიღწევაში გვეხმარება“. - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
როგორც BBC-ი იუწყება, ზელენსკი ანკორიჯში დღევანდელ შეხვედრაზე მონაწილეობის მისაღებად მიწვეული არ იყო.