პროკურატურამ ბრალი წარუდგინა მამაკაცს, რომელმაც ძაღლს პნევმატური იარაღიდან ესროლა და მოკლა
1755350065
რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში, აშშ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიის სახით, ნატო-ს მეხუთე მუხლის ანალოგს სთავაზობდა - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა "უნიანი" წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ამერიკულმა მხარემ უსაფრთხოების შესაძლო გარანტიებთან დაკავშირებით წინადადება უკრაინის პრეზიდენტს წარუდგინა.
როგორც "უნიანის" წყარო აღნიშნავს, ერთ-ერთი ასეთი გარანტია შეიძლება, გახდეს ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლის მსგავსი ვალდებულება, თუმცა ამ გარანტიას უშუალოდ ნატო არ უზრუნველყოფს.
როგორც "უნიანს" ევროპელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, თუ სამშვიდობო შეთანხმება იქნება მიღწეული, აშშ და ევროპული ქვეყნები მხარს დაუჭერენ "მეხუთე მუხლის ტიპის" უსაფრთხოების გარანტიებს ნატო-ს მონაწილეობის გარეშე.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წესდების მეხუთე მუხლი ითვალისწინებს კოლექტიურ თავდაცვას ნატო-ს რომელიმე წევრზე თავდასხმის შემთხვევაში.