წვიმა, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ნისლი... - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
1755338845
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ზესტაფონისა და ჭიათურის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 3 პირი - წარსულში ნასამართლევი, 1966 წელს დაბადებული გ.თ., ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1981 წელს დაბადებული ჯ.ხ. და 1973 წელს დაბადებული მ.ხ. დააკავეს.
სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„პოლიციამ ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების, საკარმიდამო მიწის ნაკვეთებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად, დაკავებულების მიერ დათესილი და კულტივირებული 230 ძირი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილის ა ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - აცხადებენ სამინისტროში.