ქართველ ბიზნესმენს თაღლითებმა AI-ის გამოყენებით 74 მილიონი დოლარი მოპარეს - ცნობილია საქმის დეტალები
1793879558
ყირგიზეთის ექსპრეზიდენტი როზა ოტუნბაევა ავღანეთში გაეროს სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა. ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერიშმა განაცხადა.
ოტუნბაევამ ამ თანამდებობაზე კანადელი დებორა ლაინსი შეცვალა. ყირგიზეთის ექსპრეზიდენტის საქმიანობის სფერო გაეროს ჰუმანიტარული ოპერაციების განხორციელება და ავღანეთის ხელისუფლებაში მყოფ „თალიბანთან“ ურთიერთობა იქნება.
გუტერიშის განცხადებით, როზა ოტუნბაევას აქვს 35-წლიანი გამოცდა მართვის, დიპლომატიის, სამოქალაქო აქტივობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის სფეროებში.
როზა ოტუნბაევა ყირგიზეთის პრეზიდენტის თანამდებობას 2010-2011 წლებში იკავებდა, სამჯერ იყო საგარეო საქმეთა მინისტრი. გარდა ამისა, 1992-1994 წლებში ის აშშ-ში ყირგიზეთის ელჩი, 1997-2002 წლებში კი გაერთიანებულ სამეფოში ყირგიზეთის ელჩი იყო.