ადამიანები, რომელთა ნათლიებად არჩევა არ შეიძლება - ეს ბევრმა არ იცის
1757536456
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგს კიევში შეხვდა. აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.
„ჩვენ განვიხილეთ თანამშრომლობის სხვადასხვა ვექტორი – როგორ მივაღწიოთ რეალურ მშვიდობას და უსაფრთხოების გარანტიას. ეს მოიცავს PURL ინიციატივის ფარგლებში პროექტებს, კერძოდ, პეტრიოტის სისტემების წარმოებისა დაფინანსებისთვის და ჩვენს მიერ აშშ-სთვის შეთავაზებულ ძლიერ ორმხრივ შეთანხმებებს დრონებისა და იარაღის თანაწარმოების შესახებ. ჩვენ ველოდებით შეერთებული შტატების დადებით რეაქციას.
გვქონდა არსებითი განხილვა რუსებზე ზეწოლის გაძლიერებაზე და იმაზე, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ პარტნიორებთან ერთად ტარიფებისა და სანქციების პოლიტიკაში, რათა რაც შეიძლება მალე მოხდეს ლიდერების დონეზე შეხვედრის ჩატარება და ამ ომის დასრულება. სამმხრივი ლიდერების შეხვედრის ფორმატი უდავოდ ყველაზე ეფექტურია.”- წერს ზელენსკი.
ამასთან, ზელენსკის თქმით, შეხვედრისას სამძიმარი გამოუცხადა ამერიკელ ხალხს ჩარლი კირკის მკვლელობის გამო.
„სამძიმარი გამოვუცხადე ამერიკელ ხალხს ჩარლი კირკის საშინელი მკვლელობის გამო და მადლობა გადავუხადე პრეზიდენტ ტრამპს ჩრდილოეთ კაროლინაში უკრაინის მოქალაქის, ირინა ზარუცკას სასტიკი მკვლელობის გამო სამძიმრისა და რეაგირებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ სამართლიანობამ ყოველთვის გაიმარჯვოს, როდესაც ძალადობა ცდილობს წინსვლას“,- წერს ზელენსკი.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კიტ კელოგთან შეხვედრისას გაერო-ს გენერალური ასამბლეის 80-ე სესიისთვის მზადება განიხილეს.
„განვიხილეთ დაგეგმილი ღონისძიებები, უკრაინასა და აშშ-ს შორის კოორდინაცია და მსურველთა კოალიციის ფარგლებში მუშაობა. ვმუშაობთ პოტენციურ შეხვედრებსა და სხვადასხვა ფორმატებზე“,- წერს ზელენსკი.