ადამიანები, რომელთა ნათლიებად არჩევა არ შეიძლება - ეს ბევრმა არ იცის
1757536456
რუსთავში, შარტავას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
„ინფო რუსთავის“ინფორმაციით, „ჰონდას“ მარკის ავტომობილი „ბეემვეს“ მარკის გაჩერებულ ავტომობილს დაეჯახა, რის შემდეგაც ინერციით საცხობის მიმდებარედ, ბორდიურზე ავარდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
ავარიის დროს არავინ დაშავებულა. არსებული ინფორმაციით „ჰონდას“ მარკის ავტომობილის მძღოლი გადაადგილების დროს მოულოდნელად შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც მოხდა შეჯახება.