ავარიას ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა
1762545038
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდა. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.
ზელენსკის თქმით, ის აშშ-ში იმყოფება, რათა მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადოს ამერიკელ ხალხს და პრეზიდენტს.
"დღეს ვაშინგტონში ვარ, რათა მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს, პრეზიდენტსა და კონგრესს, მათი საჭირო მხარდაჭერისთვის და ასევე, იმისთვის, რომ გავაგრძელო თანამშრომლობა, რათა ჩვენი გამარჯვება კიდევ უფრო მოახლოვდეს. მე გავმართავ მოლაპარაკებების სერიას უკრაინის გამძლეობისა და თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად. კერძოდ, ჩვენ განვიხილავთ უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების ორმხრივ თანამშრომლობას აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან.
მომავალ წელს, ჩვენ უნდა დავუბრუნოთ უკრაინის დროშა და თავისუფლება მთელს ჩვენ მიწას და ხალხს", - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.
ავარიას ახალგაზრდა ბიჭი ემსხვერპლა
1762545038
ქუთაისის გასასვლელთან მძიმე ავარია მოხდა
1762544277