უკრაინის 14 რეგიონში საჰაერო განგაშია გამოცხადებული - საოკუპაციო ძალებმა იერიში ოდესაზე მიიტანეს

საჰაერო განგაში

უკრაინის 14 რეგიონში ამ წუთებში საჰაერო განგაშია გამოცხადებული. საოკუპაციო ძალებმა იერიში მიიტანეს ოდესაზე.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია ორი ადამიანი, დაიჭრა ხუთი.

დრონების აფეთქების შედეგად ქალაქის სხვადასხვა უბანში ხანძარი გაჩნდა. დაზიანებულია მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები, კერძო სახლები, სკოლა და სუპერმარკეტი.