ლოცვა რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ - 2 მაისს ნეტარი მატრონას ხსენების დღეა
1746165881
იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. კომიტეტზე, ამ კუთხით არსებული სხვა ორგანიზაციული საკითხებიც განიხილება, რომლის შემდეგ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ კანდიდატს არჩილ კოჭლამაზიშვილს მოუსმენენ.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ განხილვის პროცესში ყურადღება გამახვილდება კანდიდატის წარსულზე, საქმიანობასა და კეთილსინდისიერებაზე.