უკრაინაში საომარი მდგომარეობის რეჟიმი კიდევ 90 დღით გაგრძელდა

ნკ

 უკრაინაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის რეჟიმი კიდევ 90 დღით გახანგრძლივდა.

დადგენილებას მხარი უმაღლესი რადის 320-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ ხმა კი ერთმა მისცა. დოკუმენტი ძალაში 7 აგვისტოდან შევა. შესაბამისად, საომარი მდგომარეობა სულ მცირე 5 ნოემბრამდე იმოქმედებს.

2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკრაინამ სამხედრო მდგომარეობა უკვე მეთექვსმეტედ გაახანგრძლივა.