გოგა მანია გულის შეტევით კლინიკაში გადაიყვანეს
1746527635
უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭომ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ უკრაინელ სასულიერო პირებს სანქციები დაუწესა. ინფორმაციას უკრაინული და რუსული მედია ავრცელებს.
შეზღუდვები 10-მდე სასულიერო პირის წინააღმდეგ დაწესდა.
სანქციები დაუწესდათ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილ სასულიერო პირებსაც.
გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების აკრძალა.
ცნობისთვის, უკრაინის უშიშროების სამსახური ბოლო რამდენიმე დღეა რუსეთის ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფ ეპარქიებს ჩხრეკს.