ხილი, რომელიც კიბოს უჯრედებს კლავს - ამის შესახებ ბევრმა არ იცის
1749226022
მხოლოდ ძალას მოაქვს მშვიდობა. თუ სუსტი ხარ, აგრესიას იწვევ. ამიტომ, უკრაინა უნდა იყოს ძლიერი. სწორედ ამიტომ ვუწევთ მათ სამხედრო, პოლიტიკურ, ფინანსურ მხარდაჭერას. გვინდა ეს გავაგრძელოთ, სანამ საჭიროა. მაგრამ ჩვენი საერთო მიზანი ამ საშინელი ომის დასრულებაა, - განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.
ამ თემაზე გერმანიის კანცლერმა ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთა შეხვედრის შემდეგ Fox News-ის ეთერში გააკეთა.
ის ასევე გამოეხმაურა ტრამპის განცხადებას იმის შესახებ, რომ ომი არ მოხდებოდა, 2022 წელს პრეზიდენტი ის რომ ყოფილიყო. მერცმა აღნიშნა, რომ წარსულზე საუბარს აზრი არ აქვს, რადგან ომი ახლა უკვე მიმდინარეობს.
„უკრაინა ნატოს წევრი რომ ყოფილიყო, როგორც 2008 წელს ითქვა და რასაც ამერიკელებმა მხარი დაუჭირეს (საფრანგეთისაა და გერმანიის მთავრობები ამის წინააღმდეგები იყვნენ), შეგვიძლია აქაც დავიწყოთ სპეკულაციები - მოხდებოდა ეს ომი? უკრაინა დიდი ბირთვული ძალა იყო. მსოფლიოში სიდიდით მესამე ბირთვული ქვეყანა იყვნენ და ყველა ბირთვული იარაღის დათმეს. ამის შემდეგ რუსეთი უკრაინას თავს დაესხა. ეს მოხდებოდა, ბირთვული იარაღი უკრაინაში რომ ყოფილიყო? ეს ომი ახლა მიმდინარეობს და ის ახლა უნდა შევაჩეროთ“, - განაცხადა მერცმა.