ტრამპმა განაცხადა, რომ მისი სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი უახლოეს დღეებში რუსეთში გაემგზავრება

trampi

 აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი უახლოეს დღეებში რუსეთში გაემგზავრება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

„ის რუსეთში გაემგზავრება, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა“, - უპასუხა ტრამპმა, როდესაც უიტკოფის ახლო აღმოსავლეთში ვიზიტის შესახებ ჰკითხეს, სადაც ის ღაზაში ომის განსახილველად ოფიციალურ პირებს ხვდება.

უიტკოფის ვიზიტის შესახებ დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

უიტკოფი ბოლოს რუსეთში აპრილში იმყოფებოდა და კრემლში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა.