რეგულაცია, რომელიც კვების ობიექტებში ამოქმედდა - დეტალები
1776323914
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელსა და ლიბანს შორის მოლაპარაკებები დღეს გაიმართება.
როგორც ტრამპმა განმარტა, ის ისრაელსა და ლიბანს შორის დაძაბულობის განმუხტვას ცდილობს.
„ვცდილობ, გარკვეული სივრცე შევქმნა ისრაელსა და ლიბანს შორის. ძალიან დიდი დრო გავიდა, რაც ორ ლიდერს ერთმანეთთან არ უსაუბრია, დაახლოებით 34 წელი. ეს ხვალ მოხდება“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, გასულ ღამეს ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა ლიბანში შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის საკითხი განიხილა. ამის შესახებ ისრაელის ოფიციალურმა პირმა მედიას განუცხადა.
ლიბანელი ოფიციალური პირების ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება, შესაძლოა, მალე გამოცხადდეს.