ტრამპი: სტივ უიტკოფი მიდის ისრაელში, ხოლო შემდეგ, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, რუსეთში

 ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ისრაელსა და ღაზის სექტორში ვიზიტის შემდეგ რუსეთში ჩავა.

„ის მიდის ისრაელში, ხოლო შემდეგ, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, რუსეთში“ – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ვაშინგტონში ჟურნალისტებთან საუბრისას.

დონალდ ტრამპს არ დაუკონკრეტებია, რა თარიღებში ეწვევა სტივ უიტკოფი რუსეთს ან ვისთან გამართავს შეხვედრებს.

ცნობისთვის, მანამდე თეთრ სახლში დაადასტურეს, რომ პირველ აგვისტოს სტივ უიტკოფი ღაზის სექტორში ჩავა.