საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად 27 წლის ორსული ქალი დაიღუპა (უცხოეთი)
1750167806
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მას ირანის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის ან ახლო აღმოსავლეთში სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის გაგზავნა შეუძლია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, რამდენად პერსპექტიულია ირანთან მოლაპარაკებებზე უიტკოფის ან ვენსის გაგზავნა, ტრამპმა უპასუხა: „მე ეს შემიძლია“.
სააგენტოს ცნობით, ტრამპი ირანთან ბირთვულ გარიგებას კვლავ უმიზნებს, სამხედრო კონფრონტაციის მიუხედავად.