ტრამპი არ გამორიცხავს, 16 მაისს სტამბოლში ჩავიდეს, თუ დღევანდელი მოლაპარაკებები პროგრესს მიაღწევს

ტრამპი

უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები დღეს თუ პროგრესს მიაღწევს, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 16 მაისს შესაძლოა, სტამბოლში ჩავიდეს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა კატარში განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, იმედი აქვს, რომ რუსეთსა და უკრაინას შეუძლიათ, „რაღაც გააკეთონ“, რადგან ომი „უნდა შეწყდეს“.

„ჩვენ გვსურს ომის დასრულება და ვფიქრობ, რომ ამის გაკეთების შანსი გვაქვს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

„სიენენმა“ თეთრი სახლის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე დასასწრებად თურქეთში გამგზავრებას არ გეგმავს. ამასთან, რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის დელეგაცია უკრაინის წარმომადგენლებთან შესახვედრად სტამბოლში უკვე ჩავიდა. რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, ვლადიმერ მედინსკი.