არასოდეს გადაღვაროთ წყალი, რომელშიც კვერცხს მოხარშავთ - ნახეთ მიზეზი
1747243405
მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში ისევ სტამბოლია. თითქმის სამწლიანი პაუზის შემდეგ, უკრაინა რუსეთის პირდაპირი მოლაპარაკება უნდა გაიმართოს.
შეხვედრა ჯერ კიდევ დილით უნდა დაწყებულიყო, თუმცა ამ დრომდე მხარეებს შორის დისკუსია არ დაწყებულა.
დღის განმავლობაში სახელდება სხვადასხვა სავარაუდო დრო, თუმცა ვითარება საათობრივად იცვლება. უცვლელი არის მხოლოდ შეხვედრის ადგილი, სადაც მსოფლიო მედია დილიდან არის მობილიზებული - ეს არის დოლმა ბაჰჩეს სასახლე.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ გაიმართება შეხვედრა რუს და უკრაინელ დელეგაციებს შორის, უკრაინული მხრიდან ამ დელეგაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრი უხელმძღვანელებს.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაკან ფიდანის განცხადებით, ორივე მხარე გარკვეულ კომპრომისებზე უნდა წავიდეს.
"სამწლიანი ტანჯვის შემდეგ შესაძლებლობების ფანჯარა გაჩნდა. სანამ ჩვენი მიზანი მშვიდობის დამყარებაა უნდა დავრწმუნდეთ, რომ ორივე მხარე გარკვეულ კომპრომისებზე წავა. გულწრფელად რომ ვთქვათ შუამავლებს ამ პროცესში განსაკუთრებული ფუნქცია აქვთ. უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის დასამყარებლად ანკარაში, ანტალიასა და სტამბულში ინტენსიური დიპლომატიური სამუშაოები მიმდინარეობს", - განაცხადა ჰაკან ფიდანმა.