The Financial Times: უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ დასავლელი პარტნიორებს თავდაცვის სამი ზღუდის შექმნას გეგმავენ

უკრაინა

გამოცემა The Financial Times-ი წერს, რომ დასავლეთი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობას განაგრძობს.

მედიის ცნობით, ომის დასრულების შემდეგ პარტნიორები დაცვის სამი ზღუდის შექმნას სთავაზობენ. ერთ-ერთია დემილიტარიზებული ზონა, სადაც კიევისა და მოსკოვისთვის მისაღები უცხო ქვეყნების სამშვიდობოები განთავსდებიან.

მეორე ზოლს ნატოს სტანდარტებით გაწვრთნილი უკრაინელი სამხედროები დაიკავებენ, ხოლო მესამე კი რუსეთის საზღვრის მოშორებით შეიქმნება, სადაც ევროპელი სამხედროები განთავსდებიან.