ეზოთერიკოსებმა დაასახელეს 5 ნივთი, რომელიც არასოდეს არ უნდა ისესხოთ ან გაასესხოთ
1756319429
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ჯორჯ სოროსს და მის ვაჟიშვილს აშშ-ის ტერიტორიაზე ძალადობრივი პროტესტების მხარდაჭერის გამო ბრალდება უნდა წარუდგინონ.
„ჯორჯ სოროსს და მის შესანიშნავ მემარცხენე რადიკალ ვაჟიშვილს „კორუმპირებულებისა და რეკეტიორების გავლენის ქვეშ მყოფი ორგანიზაციების კანონის“ შესაბამისად ბრალდება უნდა წარუდგინონ აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე ძალადობრივი პროტესტების მხარდაჭერისა და ბევრი სხვა რაღაცის გამო. ჩვენ აღარ მივცემთ უფლებას ამ სულელებს გახლიჩონ ამერიკა და მას „სუნთქვისა“ და თავისუფლების საშუალება არ მისცენ. სოროსმა და მისი ფსიქოპატების ჯგუფმა ჩვენს ქვეყანას დიდი ზიანი მიაყენა! მათ შორის მისმა შეშლილმა მეგობრებმა დასავლეთ სანაპიროდან. ფრთხილად იყავით, თვალს გადევნებთ!“, - დაწერა ტრამპმა.