მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ძლიერი ქარი და სეტყვა - გაფრთხილება ამინდზე
1754077427
პირველი აგვისტოდან აშშ-ში იმპორტირებულ საქონელზე ახალი ტარიფები ამოქმედდება, რაც კიდევ უფრო გაზრდის ქვეყნის შემოსავლებს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლევიტმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ქეროლაინ ლევიტმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ თეთრი სახლის ვაჭრობისა და ტარიფების გუნდს 200-ზე მეტი ქვეყანა დაუკავშირდა და უცხოელი ლიდერები ამერიკის პრეზიდენტს ვადის ამოწურვამდე ახალ შეთანხმებებს სთავაზობენ. ლევიტის განმარტებით, ვადის ამოწურვამდე, ანუ რამდენიმე საათში, შესაძლებელია დამატებითი შეთანხმებების გაფორმება.
ამასთან, ლევიტმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმება გააფორმა, რაც მილიარდობით დოლარის ინვესტიციებს მოუტანს ამერიკას 2028 წლის ბოლომდე. იმ ქვეყნების შესახებ კითხვაზე, რომლებთანაც ჯერ კიდევ არ მიღწეულა შეთანხმება ტარიფების შესახებ , ლევიტმა აღნიშნა, რომ ამ საკითხს დონალდ ტრამპის გუნდი დღეს განიხილავს და დამატებით მითითებებს მოგვიანებით გამოაქვეყნებენ.