„თალიბანი“ ბავშვთა ქორწინება დააკანონა, გოგონების დუმილი თანხმობად ჩაითვლება

„თალიბანი“ ბავშვთა ქორწინებას აკანონებს

„თალიბანმა“ დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელიც ავღანეთში არასრულწლოვანთა ქორწინებას აკანონებს

დოკუმენტის ერთ-ერთი დებულების თანახმად, გოგონას დუმილი სქესობრივი მომწიფების შემდეგ შეიძლება ქორწინებაზე თანხმობად ჩაითვალოს.

არასრულწლოვანს ასეთი ქორწინებიდან განქორწინების მოთხოვნა მხოლოდ სქესობრივი მომწიფების მიღწევის შემდეგ და მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით შეეძლება.

ახალი რეგულაციები ასევე მამებსა და ბაბუებს ფართო უფლებამოსილებებს ანიჭებს ბავშვთა ქორწინების დადებისას. 

ავღანეთში გოგონებს ეკრძალებათ სკოლაში სიარული მეექვსე კლასის შემდეგ, ქალებს არ აქვთ უნივერსიტეტში განათლების მიღების უფლება და მათ ექმნებათ შეზღუდვები სამუშაოზე, გადაადგილების თავისუფლებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობაზე.

გარდა ამისა, 2024 წელს „თალიბანმა“ ქალებს სხვა ქალების თანდასწრებით ხმამაღლა ლოცვა აუკრძალა.