„ლაშას ხსოვნის პატივსაცემად...“ - რესტორანი „ქვევრი“ საზოგადოებას მიმართავს
1762336424
სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით, ესტონეთის მმართველი კოალიციის მხარდაჭერა რეკორდულად დაბალ ნიშნულზეა. სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებს ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
კვლევა სოციოლოგიურმა სამსახურმა Norstat-მა ჩაატარა. გამოკითხვის თანახმად, მმართველი კოალიციის ჯამური რეიტინგი 12,7%-ს შეადგენს, რაც Norstat-ის გამოკითხვების ისტორიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ოპოზიციურ პარტიებს ერთად გამოკითხულთა 79,6% უჭერს მხარს. ესტონეთის მმართველი კოალიციაში შემავალი პარტიებია „რეფორმების პარტია“ და Eesti 200.
სოციოლოგიური კვლევის თანახმად, ამომრჩეველთა ყველაზე დიდი მხარდაჭერით პარტია Isamaa სარგებლობს, რომელსაც გამოკითხულთა 29% უჭერს მხარს. მეორე ადგილზე ცენტრისტული პარტიაა, რომლის რეიტინგი 21,7%-ია, მესამეზე – პარტია EKRE, რომელსაც გამოკითხულთა 16,4% უჭერს მხარს. მეოთხე პოზიციაზეა სოციალ-დემოკრატიული პარტიაა 12,5%-ით.
სამთავრობო კოალიციაში შემავალი „რეფორმების პარტია“ რეიტინგში მეხუთე პოზიციაზეა, მას გამოკითხულთა 10,6% ემხრობა. მეექვსე ადგილზეა არასაპარლამენტო პარტია „მემარჯვენეები“ 5,7%-ით. ხოლო „რეფორმების პარტიასთან“ ერთად მმართველ კოალიციაში შემავალ Eesti 200-ს რესპონდენტთა 2,1% უჭერს მხარს.
ამჟამად მმართველი კოალიცია ესტონეთის 101-მანდატიან პარლამენტში 52 მანდატს ფლობს.
სოციოლოგიური კვლევის დროს გამოიკითხა 18 წელს გადაცილებული 4000 მოქალაქე. გამოკითხვა 6 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე პერიოდში ჩატარდა.