„მშვიდად განისვენე, სიცოცხლით სავსე ანგელოზო...“ - ტრაგიკულად დაღუპულ გოგოს ემშვიდობებიან
1781726347
სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია დათანხმდა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას. ამის შესახებ ქოჩარიანის ადვოკატმა, არამ ორბელიანმა განაცხადა.
დაცვის მხარის ინფორმაციით, ბრალდება 2004–2009 წლებში განვითარებულ მოვლენებს ეხება და დაკავშირებულია საგანმანათლებლო დაწესებულების ქონების გასხვისებასთან. გამოძიება ამტკიცებს, რომ რამდენიმე მილიარდი დრამის ღირებულების ქონება 12 მილიონ დრამად გაიყიდა, ხოლო მოგვიანებით ქოჩარიანის ოჯახის წევრის საკუთრებაში გადავიდა.
ქოჩარიანის ადვოკატმა გამოძიების ბრალდება უარყო. მისი თქმით, ქონების გასხვისების გადაწყვეტილება მთავრობამ მიიღო, რომლის შემადგენლობაშიც ქოჩარიანი არ შედიოდა. ადვოკატის განმარტებით, პრეზიდენტის მიერ დოკუმენტის დამტკიცება 1995 წლის კონსტიტუციით განსაზღვრული პროცედურის ნაწილი იყო.
დაცვის მხარემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შესაბამისი მასალები წარუდგინა. ორბელიანის შეფასებით, სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი ბრალდებას ნაწილობრივ უარყოფს. თუმცა, ადვოკატის თქმით, კომისიას სამართლებრივი არგუმენტები არ განუხილავს და საქმეში წარმოდგენილი მასალების არ შეუფასებია.
ცნობისთვის, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქოჩარიანის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე თანხმობის მისაღებად ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 16 ივნისს მიმართა.