თბილისში, კორპუსში ლიფტი ჩავარდა - არიან დაშავებულები
1758398118
სიასის ტყუპი დები, კარმენ და ლუპიტა ანდრადემ გულახდილად ისაუბრეს, თუ როგორ ახერხებენ პირად ცხოვრებას კარმენის მეუღლესთან ერთად. ამის შესახებ წერს People.
25 წლის დები დაბადებიდან ქვედა ტანის არეში შეზრდილები არიან. მათ აქვთ საერთო საჭმლის მომნელებელი და რეპროდუქციული ორგანოები, ასევე — ქვედა კიდურები. მოზარდობის ასაკში მათ უარი თქვეს გამყოფ ოპერაციაზე, რადგან ფატალური შედეგების ეშინოდათ.
2024 წელს კარმენი დაქორწინდა დანიელ მაკკორმაკზე. ისინი ერთმანეთს გაცნობის აპლიკაციაში შეხვდნენ, როცა მათ ეკითხებიან ინტიმურ ცხოვრებაზე. დანიელი ცნობისმოყვარეებს საკმაოდ უხეშად პასუხობს: „თუ გულწრფელად გინდათ გითხრათ, ეს თქვენი საქმე არ არის.“
კარმენის თქმით, ის ვერ ხვდება, რატომ სურთ უცნობ ადამიანებს მის პირად ცხოვრებაში ჩარევა. ამ მხრივ გაღიზიანებულია ლუპიტაც. „მე მას მხოლოდ როგორც ძმას, ისე ვუყურებ.“
კარმენის განმარტებით, მისი ქორწინება მტკიცეა, რადგან დაფუძნებულია პატივისცემაზე. მეუღლეები ყოველთვის ღიად საუბრობენ ლუპიტასთან და ყურადღებას აქცევენ მის პირად საზღვრებს.
ლუპიტას თქმით, მას მარტივად გადააქვს დის და დანიელის რომანტიკული ურთიერთობები:„მე მაქვს ყურსასმენები და ტელეფონი. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს,“ - ამბობს ის.