„აღარ იტირო, რაც ვერ ვითამაშეთ ბავშვობაში ერთად, აწი ახლა ვითამაშოთ, დაო“ – და-ძმამ ერთმანეთი 34 წლის შემდეგ იპოვა

museridze

 პროექტის „ვეძებ“ ავტორი, ტელეჟურნალისტი თამუნა მუსერიძე საზოგადოებას მორიგ ემოციურ ამბავს უზიარებს. პროექტის „ვეძებ“ დახმარებით და-ძმა 34 წლის მერე შეხვდა ერთმანეთს.

შეხვედრას ცრემლების გარეშე არ ჩაუვლია. „აღარ იტირო, რაც ვერ ვითამაშეთ ბავშვობაში ერთად, აწი ახლა ვითამაშოთ, დაო“, – ამბობს ძმა, რომელსაც როგორც თავად ამბობს, საკმაოდ რთული ცხოვრება ჰქონდა.

„აი, რატომ უნდა გაიტესტოთ, აი, რატომაა დნმ ტესტი საჭირო“, – წერია ვიდეოს აღწერაში.

ნახეთ ვიდეო აქ