საგანგებო ზომები ვაშინგტონში - ქალაქში პოლიციამ 23 პირი დააკავა

ვაშინგტონი

ვაშინგტონში საგანგებო ზომები მოქმედებს. ქალაქში პოლიციამ 23 პირი დააკავა. ნაწილს მკვლელობას, იარაღის ტარებას, ნარკოტიკების შენახვას და არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანის მართვის ედავებიან.

ტრამპის გადაწყვეტილებით, ვაშინგტონში ეროვნული გვარდიაა განლაგებული, პოლიცია კი ფედერალურ კონტროლს ექვემდებარება. მიზეზად კრიმინალური ვითარება და წესრიგის აღდგენა სახელდება.