ალის კრიმინსის საქმე

1753789560

მკვლელი დედა თუ სექსისტური სასამართლოს მსხვერპლი - ალის კრიმინსის საქმე, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა

ტრაგიკული დილა 1965 წლის 14 ივლისს, დილის 9 საათზე, 26 წლის ალისა კრიმინსმა აღმოაჩინა, რომ მისი ორი მცირეწლოვანი შვილი – ხუთი წლის ედი ჯუნიორი და ოთხი წლის მისი საწოლში აღარ იწვა. პანიკაში ჩავარდნილმა დედამ მაშინვე დაურეკა ყოფილ ქმარს, ედმუნდ კრიმინსს, რომელთანაც განქორწინებული იყო. ყოფილ ქმარს ჯერ ეს შემაშფოტებელი ამბავი ქალის „თამაში“ ეგონა. ადგილზე მისულმა კი ალისი დაუდევრობაში დაადანაშაულა, პოლიციაში დარეკა და ბავშვების გაუჩინარების შესახებ განაცხადა.მიუხედავად იმისა, რომ პირველივე წუთიდან არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება, პოლიციამ მალევე აირჩია ეჭვმიტანილი - დედა, ალის კრიმინსი.გამომძიებელს ადგილზე არ გადაუღია ფოტოები, არ აუღია თითის ანაბეჭდები და არც ბავშვების საძინებელ ოთახში ახეული ფანჯრის ბადე შეუმჩნევია.ალისი დეტექტივს მოუყვა წინა ღამის შესახებ: ბავშვებმა საღამოს 7:30 საათზე ივახშმეს, შემდეგ დაიძინეს, ხოლო დილით აღარ დამხვდნენ საწოლში...სახლის დათვალიერებისას გამომძიებელმა ქალის საძინებელში აღმოაჩინა ცარიელი ალკოჰოლის ბოთლები, კონტრაცეპტივები და ბიუსტჰალტერები... ასე გადაწყდა, რომ მთავარი ეჭვმიტანილი იყო ალის კრიმინსი.„შენ ქმარი დაკითხე, მე იმ ძუკნას მივხედავ“ — უთხრა მან თავის კოლეგას.მისი დაკითხვიდან რამდენიმე საათში, პატარა გოგონას ცხედარი ერთ-ერთ მიტოვებულ ნაკვეთში იპოვეს. დეტექტივმა, ალის კრიმინსი მანქანით წაიყვანა შემთხვევის ადგილზე. ალისიმ იქვე გონება დაკარგა. თუმცა მოგვიანებით პაიერინგი ამტკიცებდა, რომ ქალი „არაფერზე რეაგირებდა“.პროვოკაცია და პოლიციის შურისძიებასაგამოძიებო მოქმედებები და გარემოებები, აშკარად მიუთითებდა პოლიციის მიკერძოებულ დამოკიდებულებაზე. თავის მხრივ, ალისიც ხშირად უარესი პროვოკაციით პასუხობდა სამართალდამცველებს. ერთ-ერთი ზარის დროს ტელეფონს ასეთი სიტყვებით უპასუხა:„ჰაი ბიჭებო, წაიღეთ ფეხი!“ალისი ღიად ეწინააღმდეგებოდა გამოძიებას. 1971 წელს მიცემულ ინტერვიუში ჟურნალისტ ბობ გროსთან თქვა:„მე ამას არ გავაკეთებდი. ისინი ჩემი შვილები იყვნენ. არავინ ცდილობდა ნამდვილი მკვლელის პოვნას. მათი ერთადერთი მიზანი ჩემი განადგურება იყო.“საეჭვო მოწმე და დაპატიმრებამიუხედავად მტკიცებულებების ნაკლებობისა, პოლიციამ და პროკურატურამ მთელი ენერგია ალის კრიმინსზე კონცენტრირებით დახარჯა. გამოძიება მტკიცებულებების გარეშე წარიმართა, თუმცა ქალს წლების განმავლობაში საგულდაგულოდ უთვალთვალეს.ბოლოს, 1966 წლის ნოემბერში პროკურატურამ თითქოსდა "მტკიცებულება" იპოვა: მეზობელი ქალი, სოფი ეარომირსკი, რომელმაც ბავშვების გაუჩინარებიდან დიდი დროის შემდეგ თქვა, რომ ბავშვების ოთახიდან ვიღაც ქალი დაინახა.1967 წლის 11 სექტემბერს ალის კრიმინსი დააკავეს შვილების მკვლელობის ბრალდებით.მისი სასამართლო პროცესი ერთ-ერთი ყველაზე საკამათო გახდა იმ დროის ამერიკაში. პროკურატურა ეყრდნობოდა საეჭვო მოწმეებსა და მორალურ შეფასებებს, რამაც ჩაანაცვლა ფაქტობრივი არგუმენტები.საზოგადოება და ტაბლოიდები ალის წარმოსახავდნენ როგორც „გარყვნილ ქალს“, რომლის სექსუალური თავისუფლება თითქოს საკმარისი იყო დამნაშავედ ცნობისთვის.მამაკაცებით დაკომპლექტებულმა მსაჯულებმა საბოლოოდ დაადანაშაულა ალის კრიმინსი საკუთარი შვილების მკვლელობაში — მიუხედავად იმისა, რომ ქალი მუდამ ამტკიცებდა: „ნამდვილი მკვლელი ჯერ კიდევ თავისუფალია“.ვინ იყო ალის კრიმინსი სინამდვილეში?ალის კრიმინსი დაიბადა 1939 წლის 9 მარტს, ბრონქსში, ირლანდიელი კათოლიკე ოჯახში. ბავშვობა გაატარა წმინდა რეიმონდსის მონასტერში და მოზარდობიდანვე ოცნებობდა დამოუკიდებლობაზე. 19 წლის ასაკში ის დაქორწინდა სკოლის მეგობარზე — ედმუნდ კრიმინსზე, იმ იმედით, რომ ქორწინება და დედობა მას თავისუფლებას მოუტანდა.1959 წელს შეეძინათ ვაჟი — ედი, ხოლო შემდეგ წელს გოგონა — ალის მარი. ისინი საცხოვრებლად გადავიდნენ კიუ გარდენსის "რეგალ გარდენსის" კომპლექსში, ნიუ-იორკში. თუმცა ოჯახური ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა.ალისი მალევე დარჩა მარტო სახლში — ქმარი ღამეებს სმასა და კოლეგებთან დროს ტარებაში ატარებდა. ალისის მონათხრობით, იგი მხოლოდ ერთ მამაკაცთან იყო ინტიმურ კავშირში — თავის ქმართან, მაგრამ ქმრის უყურადღებობამ ის საკუთარი არჩევანისკენ უბიძგა.საზოგადოებრივი მორალის მსხვერპლიალისმა მუშაობა ბარში, მიმტანად დაიწყო. იმ დროის ამერიკაში, განსაკუთრებით ქალებისთვის, მიუღებლად მიიჩნეოდა კოქტეილის მიმტანის საქმე. მალე გავრცელდა ხმები, რომ ის კლიენტებსაც ხვდებოდა. ამან ედმუნდს ეჭვიანობა დააწყებინა.განქორწინების მიუხედავად, ედმუნდ კრიმინსი ხშირად ახერხებდა ყოფილი ცოლის პირად სივრცეში შეჭრას. უსმენდა ალისის საუბრებს, იჭრებოდა ბინაში და ადევნებდა თვალყურს მის ინტიმურ ცხოვრებას. მოგვიანებით აღიარა, რომ ხანდახან ალისის პირად ნივთებს ეხებოდა.ერთხელ მამას შვილმა უთხრა, რომ დედა სახლში ხშირად „ბიძაშვილებს“ იწვევს, რომლებიც მხოლოდ შარვლით დადიან. ედმუნდი გაშმაგდა. მაგრამ ყველაზე მეტად მაშინ განრისხდა, როდესაც ალისი ერთ ღამეს შვილებთან არ1965 წლის 22 ივნისს, ედმუნდ კრიმინსმა სასამართლოს მიმართა ბავშვების სრული მეურვეობის მოსაპოვებლად. გასაკვირად, ალისის დედამ მხარი სიძეს დაუჭირა. იგი ედმუნდს „კარგ კაცად“ მოიხსენიებდა და ამბობდა, რომ ის შვილებზე უკეთ იზრუნებდა.ამ ფონზე სასამართლო პროცესს წინ უძღოდა ძლიერი საზოგადოებრივი ზეწოლა, მედიაში აგორებული სკანდალები და ქალის პირადი ცხოვრების დეტალებით მანიპულაცია — რაც საბოლოოდ იქცა სქესის, მორალისა და იდენტობის გარშემო აგებული განაჩენის მიზეზად და არა ფაქტობრივი მტკიცებულებების.გაუქმებული განაჩენი1973 წელს ნიუ-იორკის უმაღლესმა სასამართლომ გააუქმა კრიმინსის მკვლელობის განაჩენი.  არ არსებობდა არცერთი დადასტურებული მტკიცებულება, რომ ედი ჯუნიორის სიკვდილი კრიმინალური აქტის შედეგი იყო — ან რომ საერთოდ რაიმე კრიმინალი მოხდა.ამავე პერიოდში, ერთ-ერთმა პროკურორმა, რომელმაც ეს საქმე აწარმოა, ჟურნალისტ ბობ გროსს უთხრა:„არ ვიცი, მართლა გააკეთა თუ არა. ჯერ კიდევ ეჭვი მეპარება. არც მაშინ მჯეროდა და არც დღეს მჯერა იმ ისტორიის, რაც მსაჯულებს მოვუყევი.“განაჩენის აღდგენა და საბოლოო გათავისუფლება1975 წელს, ნიუ-იორკის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ისევ აღადგინა — ამჯერად მხოლოდ განზრახ მკვლელობის ბრალდებით.სასამართლოს აზრით, მსაჯულები ორივე შემთხვევაში მიიჩნევდა ალის კრიმინსს შვილების სიკვდილში დამნაშავედ, ამიტომ ფორმალური შეცდომების მიუხედავად, განაჩენის გაუქმება უსაფუძვლო იყო.ალის კრიმინსმა საერთო ჯამში 30 თვე გაატარა ციხეში, ძირითადად ჰარლემში, Parkside-ის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში — 1971 წლიდან 1977 წლამდე. მან ორჯერ სცადა პირობით გათავისუფლება, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ მიიღო თანხმობა, რაც ციხის შიგნით მუშაობის პროგრამაში ჩაერთო და მდივნად დაიწყო მუშაობა.„New York Times“-ის 1977 წლის სტატიის მიხედვით, უცნობია, რა მიზეზით დარწმუნდა პირობით გათავისუფლების საბჭო საბოლოოდ.ციხეში ყოფნის პერიოდში ალის კრიმინსმა იქორწინა მის ძველ საყვარელზე — მილიონერ კონტრაქტორ ენტონი გრეისზე. წყვილი ერთად ცხოვრობდა გრეისის გარდაცვალებამდე, 1998 წლამდე.ქალის ისტორია, რომელიც სიმართლის მიღმა დარჩაალის კრიმინსის საქმე დღესაც რჩება ერთ-ერთ ყველაზე საკამათო და მძიმე სასამართლო ისტორიად, სადაც ქალი შესაძლოა სასჯელს საკუთარი ქცევისა და „მორალური გადახვევის“ გამო იხდიდა და არა დანაშაულის გამო.მის საქმეზე არაერთი წიგნი დაიწერა და დოკუმენტური ფილმი გადაიღეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მერი ჰიგინს კლარკის 1975 წლის ბესტსელერი „Where Are The Children?“, რომელიც სწორედ ამ ტრაგედიით იყო შთაგონებული.და მაინც, ფაქტია: ალის კრიმინსის დანაშაული არ დასტურდება არცერთი უტყუარი მტკიცებულებით.დღემდე უცნობია, ვინ მოკლა მისი ორი ბავშვი სინამდვილეში.

ჯიმი ჰოფა

1753779712

„მდუმარე დონას“ შურისძიება თუ ყალბი დამნაშავეები - ამერიკელი პროფკავშირების ლიდერის გაუჩინარების საიდუმლო

ვინ იყო ჯიმი ჰოფა?ჯიმი ჰოფა იყო ამერიკელი პროფკავშირების ლიდერი და 1957-დან 1971 წლამდე მართავდა ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და გავლენიან პროფკავშირს — საერთაშორისო გუნების ძმობას (Teamsters Union).იგი დიდ გავლენას ახდენდა სატრანსპორტო, საწყობებისა და სხვა დარგის ფიზიკურ მუშაკებზე. ჰოფას იცნობდნენ, როგორც დაუღალავ მებრძოლს მუშათა უფლებებისთვის, თუმცა ამავე დროს ცნობილი იყო მისი კავშირი ორგანიზებულ დანაშაულთან, მათ შორის მაფიის გავლენიან ფიგურებთან — როგორიც იყო ტონი პროვენცანო.მისი კარიერა წინააღმდეგობრივი იყო: ერთი მხრივ, მან პროფკავშირი უპრეცედენტო სიმძლავრემდე მიიყვანა, მაგრამ მეორე მხრივ, მაფიასთან მჭიდრო თანამშრომლობა, კორუფციული გარიგებები და ძალაუფლებისკენ სწრაფვა მის რეპუტაციას საგრძნობლად აზიანებდა.1960-იან წლებში ის დამნაშავედ ცნეს ნაფიცი მსაჯულების მოსყიდვაში, თაღლითობასა და შეთქმულებაში. ჰოფას 13-წლიანი სასჯელი შეუფარდეს, თუმცა პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა 1971 წელს ის ვადაზე ადრე გაათავისუფლა — სავარაუდოდ Teamsters-ის მხრიდან ნიქსონის წინასაარჩევნო კამპანიაში გადარიცხული მსხვილი შემოწირულობის ფონზე.გათავისუფლების შემდეგ ჰოფას კვლავ სურდა პროფკავშირის სათავეში დაბრუნება, თუმცა, ოფიციალური შეთანხმებით, 1980 წლამდე ნებისმიერი პროფკავშირული საქმიანობა აეკრძალა — შეზღუდვა, რომელიც მას აშკარად არ მოსწონდა.Teamsters Teamsters Union, ოფიციალურად — საერთაშორისო გუნების ძმობა, ამერიკის ერთ-ერთი უმსხვილესი პროფკავშირია, რომელიც სატვირთო მძღოლებს, საწყობების თანამშრომლებსა და სხვა ლურჯყელა მუშაკებს წარმოადგენს. ჰოფას პრეზიდენტობამდე ორგანიზაციას შედარებით მცირე გავლენა ჰქონდა. მისი მოსვლის შემდეგ, 1950-იან წლებში, Teamsters-მა ძალზე სწრაფად გაზარდა როგორც თავისი წევრების რაოდენობა, ასევე პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლება.ჰოფამ გააფორმა მომგებიანი კონტრაქტები წევრებისთვის, თუმცა თანდათანობით პროფკავშირის ფუნდამენტი გაიჟღინთა კორუფციით და მაფიასთან გარიგებებით. მან ცენტრალიზებულად აიღო ყველა გადაწყვეტილების მიღება საკუთარ თავზე, გააფართოვა გავლენა ვაჭრობისა და ტრანსპორტის სექტორში და პრაქტიკულად წაშალა ზღვარი პროფკავშირსა და დანაშაულებრივ საქმიანობას შორის. როგორ გაუჩინარდა ჯიმი ჰოფა?1975 წლის 30 ივლისს ჯიმი ჰოფა გაუჩინარდა. უკანასკნელად ის ბლუმფილდ თაუნშიპში (მიჩიგანი), რესტორან „მაკუს რედ ფოქსის“ სადგომზე შენიშნეს, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა ჰქონდა დანიშნული მაფიის გავლენიან წევრებთან — ენტონი ჯიაკალონესა და ტონი პროვენცანოსთან.დაახლოებით 2:15 საათზე მან ცოლს სატელეფონო ჯიხურიდან დაურეკა და უთხრა, რომ შეხვედრის მონაწილეები არ გამოჩნდნენ. ამის შემდეგ ჰოფა უკვალოდ გაქრა. მისი მანქანა მოგვიანებით რესტორნის სადგომზე იპოვეს.FBI-მ საქმეში მასშტაბური გამოძიება დაიწყო, თუმცა ჰოფა აღარასოდეს გამოჩენილა. არც მისი ცხედარი, არც პირდაპირი მტკიცებულება მისი ბედის შესახებ — არაფერი აღმოჩენილა.  გამოცხადდა თუ არა იურიდიულად გარდაცვლილად?დიახ. გაუჩინარებიდან ზუსტად შვიდი წლის შემდეგ, 1982 წლის 30 ივლისს, ოკლენდ ქაუნთის მოსამართლემ ჯიმი ჰოფა იურიდიულად გარდაცვლილად გამოაცხადა.ეს გადაწყვეტილება აუცილებელი იყო იმისათვის, რომ ოჯახს სამართლებრივად შეეძლო მემკვიდრეობით საკითხების გადაწყვეტა.  ვინ მოკლა ჯიმი ჰოფა?ჯიმი ჰოფას გაუჩინარება დღემდე ოფიციალურად ამოუხსნელია. თუმცა, არსებობს მრავალი თეორია და ვარაუდი.ყველაზე გავრცელებული ვერსიით, მის გაუჩინარებაში მაფია იყო ჩართული. ჰოფას და ტონი პროვენცანოს დაპირისპირება, ასევე მაფიის შიდა დაძაბულობა, მას ეჭვის ქვეშ აყენებს, თუმცა ასევე ფიგურირებენ სხვა გავლენიანი მაფიოზები — მათ შორის „მდუმარე დონად“ წოდებული რასელ ბუფალინო, რომელსაც ჰოფას გავლენა Teamsters-ზე აშკარად არ სიამოვნებდა.ცნობილი მაფიის მკვლელი სალვატორე „სელი ბაგს“ ბრიგულიომაც მოიპოვა ეჭვმიტანილის სტატუსი, ხოლო ფრენკ „ირლანდიელი“ შირანი თვითონაც აცხადებდა, რომ სწორედ მან მოკლა ჰოფა — თუმცა არცერთი ვერსია მტკიცებულებებით არ დასტურდება.კიდევ ერთი სკანდალური ფიგურა, რიჩარდ „აისმენი“ კუკლინსკი, ამტკიცებდა, რომ ჰოფა მას $40,000-ის სანაცვლოდ მოუკლავს, თუმცა სამართალდამცველები მის აღიარებებს არასანდოდ მიიჩნევენ, რადგან კუკლინსკი ცნობილია დანაშაულების გამოგონებით.არსებობენ ისეთებიც, ვინც თვლის, რომ ჰოფას სიკვდილის უკან ფედერალური აგენტები იდგნენ — მაფია კი მხოლოდ „ყალბი დამნაშავეა“ — თუმცა ამ ვერსიას მტკიცებულება საერთოდ არ ახლავს.

სახის გარეშე დარჩენილი ქალი

1753778909

„სახის გარეშე დარჩენილი ქალი“ - როგორ გადაურჩა ჩარლა ნეში შიმპანზეს თავდასხმას

2009 წლის 16 თებერვალს ამერიკაში მოხდა ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი ცხოველის თავდასხმა, რომელმაც მსოფლიო შოკში ჩააგდო. 55 წლის ჩარლა ნეში მძიმედ დაშავდა მას შემდეგ, რაც მეგობრის გაზრილმა შიმპანზემ, სახელად ტრავისმა, სასტიკად დაასახიჩრა.ტრავისი - 14 წლის შიმპანზე,  სანდრა ჰეროლდმა ბავშვობიდან სახლში გაზარდა. ის ოჯახში ცხოვრობდა თითქმის ადამიანივით: ჭამდა მაგიდასთან, სვამდა ღვინოს, უყურებდა ტელევიზორს და იყენებდა ტუალეტს.იმ დღეს მოულოდნელად აგრესიული გახდა. როდესაც ნეში მეგობრის თხოვნით ეზოში შევიდა, ცხოველი თავს დაესხა.შიმპანზემ ქალს მთლიანად მოაჭრა ცხვირი, ტუჩები, ქუთუთოები და ორივე ხელი, სერიოზული დაზიანება მიაყენა სახის ძვლებსა და თვალებზე. მისი ამოცნობა ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა.ადგილზე მისულმა პოლიციამ ცხოველი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.ჩარლა ნეში სასწრაფოდ გადაიყვანეს სტამფორდის კლინიკაში, სადაც ჩაუტარდა რამდენიმე გადაუდებელი ოპერაცია. ექიმებმა შეძლეს მისი გადარჩენა, თუმცა მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო - ის კომაში იმყოფებოდა რამდენიმე კვირის განმავლობაში.შემდგომში იგი გადაიყვანეს კლივლენდის კლინიკაში, სადაც ჩაუტარდა თანამედროვე მედიცინის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პროცედურა - სრული სახის ტრანსპლანტაცია.2011 წელს, ჩარლა ნეში გახდა ერთ-ერთი პირველი პაციენტი აშშ-ში, რომელმაც სრული სახის გადანერგვა ჩაიტარა - ოპერაცია გაგრძელდა 20 საათზე მეტი.ოპერაციის შემდეგ ნეშმა შეძლო მეტყველება, რბილი საკვების მიღება და ნაწილობრივი მოძრაობების შესრულება სახის ნაწილებში.თავდასხმის შედეგად ჩარლა ნეში სრულად დაბრმავდა. მიუხედავად ამისა, იგი მედიის წინაშე ხშირად გამოდის. საუბრობს გადატანილ ტკივილზე და თავისი ისტორიის გაზიარებით ცდილობს საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას.„არავის ვუსურვებ იმას, რაც მე გადავიტანე, მაგრამ თუ ჩემი ისტორია დაეხმარება იმას, რომ მსგავსი რამ აღარ მოხდეს — მაშინ ღირდა მისი გაზიარება“, — აცხადებს ნეში ერთ-ერთ ინტერვიუში.მან მიმართა აშშ-ის კონგრესს და მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც კრძალავს მაიმუნების და სხვა გარეული ცხოველების მოშინაურებას.სასამართლო დავა და კომპენსაციაჩარლა ნეშმა უჩივლა სანდრა ჰეროლდის  და მიიღო 4 მილიონიანი კომპენსაცია. მოგვიანებით შეეცადა დაეწესებინა პასუხისმგებლობა კონექტიკუტის შტატისთვისაც, თუმცა სასამართლომ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა.მიუხედავად იმისა, რომ ჩარლა ნეშის ტრაგედია ერთ-ერთი ყველაზე შემაძრწუნებელია, მისი გამძლეობა და ძალა საზოგადოებისთვის შთაგონებად იქცა. ის ყოველდღე ახერხებს იმ ცხოვრებასთან შეგუებას, რომელიც თავდასხმის შემდეგ სრულიად შეიცვალა.

შერილ კრეინის ისტორია

1753717767

„მან 14 წლის ასაკში დედის შეყვარებული მოკლა...“ - უპრეცედენტო საქმე, როცა მოსამართლემ მკვლელობაში ბრალდებული გაამართლა

ქალი მკვლელების ისტორია მრავალფეროვანია. ზოგი მათგანი, მაგალითად 14 წლის შერილ კრეინი, მკვლელობას მიმართავდა თავშესაფრად — მან მოკლა დედის მაფიოზი შეყვარებული, რათა დედა დაეცვა. სასამართლომ მის დანაშაულს „სამართლიანი მკვლელობა“ უწოდა.14 წლის შერილ კრეინის ისტორია — როგორ დაიცვა დედა და რა მოხდა ჯონი სტომპანატოსთან1958 წლის 4 აპრილს შერილ კრეინი, 14 წლის გოგო და ცნობილი ამერიკელი მსახიობის, ლანა ტერნერის ქალიშვილი, მოულოდნელად აღმოჩნდა სისხლიანი და ტრაგიკული ამბის ეპიცენტრში.იმ დღეს, შერილმა მოკლა თავისი დედის შეყვარებული, ჯონი სტომპანატო — ადამიანი, რომელიც არა მხოლოდ ოჯახის დაძაბულობის წყარო იყო, არამედ რეალურ საფრთხეს ქმნიდა ლანა ტერნერის უსაფრთხოებისთვის.სტომპანატო ცნობილი მაფიოზი იყო და ბევრჯერ იყო ეჭვმიტანილი ოჯახურ ძალადობაში. ის მჭიდროდ იყო დაკავშირებული კრიმინალურ ორგანიზაციებთან და ხშირად იქცეოდა აგრესიულად. ლანა ტერნერს ხშიარდა ფიზიკურად უსწორდებოდა.ლანას გოგონა, შერილი, ბევრს იტანდა, მაგრამ 1958 წლის 4 აპრილის ღამეს სიტუაცია ისეთი დაძაბული გახდა, რომ შერილმა გადაწყვიტა, დედა დაეცვა...თავდაპირველად გავრცელდა ჭორები, თითქოს ლანა ტერნერმა თავად მოკლა შეყვარებული სტომპანატო და შერილს დააბრალა ეს საქმე, თუმცა სასამართლომ მტკიცებულებების საფუძველზე დაადგინა, რომ შერილმა ეს გააკეთა დედის სიცოცხლის გადასარჩენად.შერილმა საცხოვრებელ სახლში, დანით მოკლა ჯონი სტომპანატო. მისი მოქმედება სასამართლომ სამართლიანად შეაფასა და დანაშაული «მართებულ მკვლელობად» აღიარეს.შერილი არ დააპატიმრეს, რადგან ვერდიქტი იყო, რომ გოგონამ მხოლოდ იცავდა დედას — ძალადობისგან.ეს შემთხვევა ხმაურიანი საქმე გახდა იმ დროს, რადგან გამოჩნდა ოჯახური ძალადობის ტრაგიკული შედეგები და იმდროინდელი ფემინიზმის პირველი გამოვლინებებაც იყო - როცა ახალგაზრდა ქალმა, მიუხედავად ასაკისა, ღირსება ყველაფერზე მაღლა დააყენა.შერილ კრეინის სასამართლო პროცესი1958 წლის 4 აპრილს, ლოს ანჯელესში მთელი ყურადღება მიპყრობილი იყო ახალგაზრდა შერილ კრეინს — 14 წლის გოგონასკენ, რომელიც უდანაშაულო სახით იყო ბრალდებული მაფიოზი ჯონი სტომპანატოს მკვლელობაში.მიუხედავად საზოგადოების და მედიის ზეწოლისა, სასამართლო პროცესი გამოირჩეოდა დეტალური და სამართლიანი განხილვით.ბრალდების მხარე ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ მკვლელობა წინასწარ დაგეგმილი იყო და შერილი ჩვეულებრივი მკვლელი იყო, რომელსაც შურისძიების მოტივი ჰქონდა.ბრალდების ადვოკატები აცხადებდნენ, რომ სტომპანატო ლანა ტერნერის შეყვარებული იყო და შერილის მოქმედება კი წამიერ გაღიზიანებას და მოულოდნელ აფექტს ეფუძნებოდა, მაგრამ ეს მკვლელობა მაინც დანაშაული იყო.დამცველების არგუმენტებიშერილის დამცველები, მათ შორის ლანა ტერნერის ახლო მეგობარი და ცნობილი ადვოკატი, მიმართავდნენ სხვა რაკურსს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ შერილი მოქმედებდა თავდაცვის მიზნით და რომ სტომპანატო იყო ოჯახური ძალადობის აგრესორი, რომელმაც საფრთხე შეუქმნა ლანას სიცოცხლეს.შერილის ადვოკატები წარმოადგენდნენ მოწმეთა ჩვენებებს, რომლებიც ადასტურებდნენ სტომპანატოს პრობლემურ ხასიათს, აგრესიას და მუქარებს. თავად ლანა ტერნერმა აუხსნა სასამართლოს, თუ რამდენად საშიში იყო მისი შეყვარებული და რამდენად ხშირად განიცდიდა მისგან ძალადობას.ვერდიქტისასამართლომ საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შერილმა მკვლელობა ჩაიდინა მხოლოდ საკუთარი და დედის სიცოცხლის დასაცავად. ეს იმ დროს შოკისმომგვრელი და პრეცედენტული გადაწყვეტილება იყო, რადგან არასრულწლოვანი გოგონა გაამართლეს „მართებული მკვლელობის“ საფუძველზე.სასამართლოს გავლენა შერილის ცხოვრებაზეპროცესის შემდეგ შერილი კრეინი საჯაროდ თითქმის აღარ გამოჩენილა, და მისი ამბავი უმეტესად ოჯახის  დრამატული წარსულის ნაწილი დარჩა. თუმცა, ეს საქმე დღემდე მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ადამიანის — განსაკუთრებით არასრულწლოვნის — სამართლიანი დაცვა და იმ პერიოდისთვის ხისტი სოციალური სტერეოტიპების განხილვა.

ჯავედ იკბალი

1753680060

„მან 100 ბიჭი მოკლა..." - ჯავედ იკბალის საქმე, რომელსაც მოსამართლემ უპრეცედენტო სასჯელი გამოუტანა

ჯავედ იკბალმა, პაკისტანელმა სერიულმა მკვლელმა, 1999 წელს დაპატიმრებამდე 100 ბიჭი გააუპატიურა, შემდეგ კი დაახრჩო და მათი ცხედრები მჟავაში ჩაყარა.ერთი წლის მანძილზე მან უმძიმესი დანაშაულები ჩაიდინა. ბავშვები სახლში მოტყუებით მიჰყავდა, აუპატიურებდა და ახრჩობდა.როცა 1999 წელს დააკავეს, იკბალი უკვე პაკისტანის ისტორიაში ყველაზე სასტიკ სერიულ მკვლელად ითვლებოდა. მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.ჯავედ იკბალის ადრეული ცხოვრებაჯავედ იკბალი 1961 წელს დაიბადა ლაჰორში, პაკისტანში. იგი კომფორტსა და სიმდიდრეში გაიზარდა. იგი იყო რვა შვილიდან მეექვსე და წარმატებული ბიზნესმენის შვილი. ბავშვობა დიდი, ფეშენებელური სახლის გარემოში გაატარა.ზრდასრულ ასაკში იკბალი ფინანსურად მამისგან იყო უზრუნველყოფილი. მამამისმა ვილა უყიდა და 1978 წელს ფოლადის გადადნობით ბიზნესი დააწყებინა. მამის გარდაცვალების შემდეგ, 1993 წელს, ჯავედმა მემკვიდრეობით მილიონობით რუპია მიიღო. ამ თანხით საკუთარ სახლში დიდი საცურაო აუზი ააშენა და რამდენიმე მანქანა შეიძინა.მიუხედავად იმისა, რომ პრივილეგირებულ გარემოში გაიზარდა, მალე სერიოზული სამართლებრივი პრობლემები შეექმნა. 1985 და 1990 წლებში მას სოდომიის ბრალდებები წაუყენეს, თუმცა საქმეები ოფიციალურად არ აღძრულა.თუმცა, როგორც ჩანს, ამ ბრალდებებში გარკვეული სიმართლე მაინც იმალებოდა — და იკბალი მალე მკვლელობებზეც გადავიდა.როგორ იტყუებდა ჯავედ იკბალი თავის მსხვერპლებსჯავედ იკბალს არაერთი ხრიკი ჰქონდა მსხვერპლთა მოსატყუებლად. ერთ-ერთი პირველი მისი ვიდეოთამაშების მაღაზია იყო, სადაც ბავშვებს იაფად — ან ზოგჯერ უფასოდ — აძლევდა სათამაშო ჟეტონებს, რათა მიეზიდა ისინი. პაკისტანური საინფორმაციო პორტალის Dawn-ის ინფორმაციით, იკბალი ზოგჯერ 100 რუპიის კუპიურას ძირს აგდებდა. თუ რომელიმე ბიჭი აიღებდა, იკბალი ქურდობაში ადანაშაულებდა, ოთახში შეჰყავდა და სექსუალურად ავიწროებდა.როცა მშობლებს მაღაზიის მიმართ ეჭვი გაუჩნდათ, იკბალმა სხვა საშუალებებიც მოიფიქრა — გახსნა აკვარიუმი, სპორტული დარბაზი, სკოლა და ფასდაკლების მაღაზია, რათა მეტი მსხვერპლი მიეზიდა.შემდეგ კი ბავშვების სახლში დაპატიჟება დაიწყო. იკბალი მიზანში იღებდა განსაკუთრებით დაუცველ ბავშვებს — უპატრონოებს, მაწანწალებს, ქუჩაში მცხოვრებს, 6-დან 16 წლამდე ასაკის ბიჭებს. იგი მათ სთავაზობდა თავშესაფარსა და დახმარებას.ბავშვები ერთობლივად იწყებდნენ გაუჩინარებას.მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთს ეჭვი უჩნდებოდა იკბალის ქმედებებზე, მან ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეძლო პასუხისმგებლობის თავიდან არიდება.მისი სიმდიდრე და სოციალური სტატუსი იცავდა მას. უფრო მეტიც, იმ პერიოდში პაკისტანში ბავშვების გაუჩინარება ხშირი მოვლენა იყო და ხშირად არავინ აქცევდა ყურადღებას, რაც მას მსხვერპლთა უპრობლემოდ შერჩევის საშუალებას აძლევდა.ჯავედ იკბალს დიდხანს შეეძლო გაეგრძელებინა თავისი საშინელი საქმე — მაგრამ 1999 წელს მან თავად მისცა აღიარებითი ჩვენება პოლიციას.ჯავედ იკბალის დაპატიმრება და სიკვდილიგამოძიებას ჯავედ იკბალმა უთხრა, რომ მკვლელობებს შურისძიების მიზნით სჩადიოდა.ის ამტკიცებდა, რომ პოლიციამ სცემა მას შემდეგ, რაც სოდომიაში დაადანაშაულეს, რამაც მისი 100 ბავშვის მკვლელობის გეგმა შთააგონა.„ისე სასტიკად მცემეს, რომ თავი გამიტეხეს, ხერხემალი მომტეხეს და ინვალიდი დავრჩი“, - თქვა იკბალმა. „მძულს ეს სამყარო... დედაჩემი ტიროდა ჩემთვის. მინდოდა, რომ 100 დედა ეტირა შვილებისთვის“.მას შემდეგ, რაც ჯავედ იკბალი 100 მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს, მოსამართლემ უჩვეულო განაჩენი გამოუტანა. იკბალი მსხვერპლთა ოჯახების თვალწინ უნდა დაეხრჩოთ, მისი სხეული 100 ნაწილად დაეჭრათ და მჟავაში გაეხსნათ, ისევე როგორც მან ამდენი უდანაშაულო ბიჭის მიმართ გააკეთა.თუმცა, ადამიანის უფლებათა დამცველმა ჯგუფებმა დაგმეს განაჩენი და ის არასოდეს აღსრულებულა. იკბალი ციხეში იდუმალ ვითარებაში გარდაიცვალა.

საფლავი

1753205914

„მომლოცველები საფლავის მიწას მტკივნეულ ადგილებზე ისვამენ და ტკივილი ქრება“ - სასწაულმოქმედი საფლავები, სადაც სასწაულები დღესაც ხდება

მართლმადიდებელ ქრისტიანებს შორის განსაკუთრებული პატივისცემაა უხუცესებისა და ხანდაზმული ქალების მიმართ, რომლებსაც სიცოცხლის განმავლობაში სულიერი ძალა ჰქონდათ. ხშირად მათი მადლიანი დახმარება სიკვდილის შემდეგაც გრძელდება. ასეთი ადამიანების საფლავები მომლოცველებისთვის რწმენის და იმედის ადგილად იქცევა.მოგიყვებით სასწაულებრივი ადგილის შესახებ, რომლის შესახებ თავად მორწმუნეები ჰყვებიან:მოხუცი არისტოკლი ათონელი არისტოკლი 1883 წელს დაიბადა. ბავშვობაში დედის ლოცვით და იმ აღთქმით განიკურნა, რომ სიცოცხლეს ღმერთს მიუძღვნიდა. მან არისტოკლიუსის სახელით მონაზვნური აღთქმა დადო, ათონის მონასტრის წინამძღვარი გახდა, ღარიბებს ეხმარებოდა, კურნავდა და ხალხისთვის ლოცულობდა. 1918 წელს გარდაცვალების შემდეგ, იგი ეზოში დაკრძალეს.დღეს მის საფლავთან ლოცულობენ ისინი, ვინც მხარდაჭერას, განკურნებასა და ნუგეშს ეძებს. მომლოცველები ხშირად ამჩნევენ მტრედს, რომელიც ღობეზე ზის, თითქოს ეს იმის ნიშანი იყოს, რომ მოხუცი ისმენს და პასუხობს ლოცვებს.დეკანოზი ვალენტინი 1899 წელს დაბადებული, იგი რწმენის გამო დევნილი იყო, მაგრამ უარს არ ამბობდა მსახურებაზე ყველაზე რთულ დროსაც კი. დეკანოზი ვალენტინი დემონებს აძევებდა, ტანჯულებს ეხმარებოდა და დანგრეულ ეკლესიებს აღადგენდა.მისი საფლავი სალოცავად იქცა, სადაც ადამიანები სულიერი განკურნებისთვის მიდიან. მომლოცველებს საფლავის მიწა თან მიაქვთ და მტკივნეულ ადგილებზე ისვამენ - ტკივილი ქრება. ეს მიწა, მორწმუნეების აზრით, განსაკუთრებული ძალით არის დაჯილდოებული.არქიმანდრიტი იპოლიტი სერგეი ხალინი სამხედრო იყო, რომელიც ბერი გახდა. მან მონაზვნური აღთქმა იპოლიტეს სახელით მიიღო. ის ცნობილი იყო თავისი თავმდაბლობით, სიმტკიცითა და განკურნების ნიჭით. ის ათონზე მსახურობდა.2002 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ, იგი ტაძრის საკურთხეველთან დაკრძალეს. და მას შემდეგ მომლოცველები აქ იკრიბებიან. ამბობენ, რომ დაკრძალვის დროს, ყინვიან დღეს, ცაში ცისარტყელა გამოჩნდა - ღვთის მადლის ნიშნად. მის საფლავზე მისულები უხილავ, მაგრამ ძალიან ძლიერ მხარდაჭერას გრძნობენ.ნეტარი მატრონა მოსკოველი მატრონა ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული წმინდანია. ის 1881 წელს ბრმა დაიბადა, მაგრამ სულიერი გამჭრიახობის ნიჭით იყო დაჯილდოებული. ხალხი მასთან რჩევისთვის, მხარდაჭერისა და განკურნებისთვის მიდიოდა. 1952 წელს მისი გარდაცვალების შემდეგაც კი, მის საფლავზე მომლოცველთა ნაკადი არ შეწყვეტილა.2004 წელს კანონიზაციის შემდეგ, წმინდანის რელიკვიები პოკროვსკის მონასტერში გადაასვენეს, მაგრამ ძველი სამარხი სასწაულმოქმედია. ხალხი ტოვებს წერილებს, ლოცულობს და დახმარებას იღებს. ეს ადგილი ათასობით მორწმუნისთვის ნამდვილი მშვიდობით სავსე წყაროდ იქცა.დედა მისაილამონაზონი მისაილა, მსოფლიოში ცნობილი, როგორც მატრონა, დაიბადა 1860-იან წლებში და რთული განსაცდელები გაიარა. ქმრის გარდაცვალების შემდეგ მან მონაზვნური აღთქმა დადო და სიცოცხლის დარჩენილი ნაწილი ადამიანების დახმარებას მიუძღვნა. მისი საფლავი მარტივი ხის ჯვრით, მომლოცველთა ადგილად იქცა. ადამიანები მოდიან კითხვის დასასმელად - და პასუხს გულში, შინაგანი ხმით იღებენ. ითვლება, რომ ის შეცდომებს არ უშვებს, რადგან მას თავად მისაილა ხელმძღვანელობს.

„პატიოსანი ჯვრის“ გამოცხდებ

1747758030

„სამ საათზე ცაზე გამოჩნდა ჯვარი, რომელიც ენითაღუწერელ ბრწყინვალებას გამოსცემდა. ამ სასწაულის მომსწრე იყო ხალხი...“ - დღეს „პატიოსანი ჯვრის“ გამოცხადების სასწაულს იხსენებენ

მართლმადიდებელი ეკლესია 20 მაისს იერუსალიმის ცაზე პატიოსანი ჯვრის გამოცხადების სასწაულის ხსენებას აღნიშნავს. საეკლესიო კალენდარში ეს თარიღი ასევე არის იოანე ზედაზნელის და მისი მოწაფეების, საქართველოს მეფე ბაგრატ III-ის და მოწამე აკაკი ასისთავის ხსენების დღე.იმპერატორ კონსტანცის დროს იერუსალიმის ცაზე პატიოსანი ჯვრის გამოცხადების სასწაული პირველი ქრისტიანი იმპერატორის, წმიდა კონსტანტინე დიდის გარდაცვალების შემდეგ ხელისუფლების სათავეში მოვიდა მისი ვაჟი კონსტანცი, რომელიც არიოზის ერესის მიმდევარი იყო.წმიდა მართლმადიდებლური სარწმუნოების დასამტკიცებლად იერუსალიმში სასწაულებრივი გამოცხადება მოხდა: 351 წლის 7 მაისს, სულთმოფენობის დღეს, სამ საათზე ცაზე გამოჩნდა ჯვარი, რომელიც ენითაღუწერელ ბრწყინვალებას გამოსცემდა. ამ სასწაულის მომსწრე იყო მთელი ხალხი. ჯვრის გამოცხადება დაიწყო გოლგოთის მთის თავზე, სადაც მაცხოვარი ეცვა ჯვარს და სწვდებოდა ელეონის მთამდე, რომელიც გოლგოთიდან 15 სტადიონით არის დაშორებული. ჯვარი ცისარტყელის ფერებით კიაფობდა და ხალხის მზერას იპყრობდა.სასწაულის ხილვით გაოგნებულნი, აღდგომის ტაძარში მიიჩქაროდნენ სალოცავად. ჯვრის სასწაულებრივი გამოცხადების შესახებ იერუსალიმის პატრიარქმა კირილემ (350-387) ეპისტოლეთი აცნობა იმპერატორ კონსტანცს და მოუწოდა დაბრუნებოდა მართლმადიდებლობას.იოანე ზედაზნელი და მისი თორმეტი მოწაფე ღირსი იოანე ზედაზნელი და მისი თორმეტი მოწაფე: აბიბოს ნეკრესელი, ანტონმარტყოფელი, დავით გარეჯელი, ზენონ იყალთოელი, თადეოზ სტეფანწმიდელი, ისე წილკნელი, იოსებ ალავერდელი, ისიდორე სამთავნელი, მიქაელ ულუმბოელი, პიროს ბრეთელი, სტეფანე ხირსელი და შიო მღვიმელი იყვნენ ასურელი მოღვაწეები, რომლებმაც საქართველოში სამონასტრო ცხოვრება ააღორძინეს და დაამკვიდრეს.ბაგრატ IIIბაგრატ III ბაგრატიონი იყო გაერთიანებული ფეოდალური საქართველოს პირველი მეფე 975–1014 წლებში.ბაგრატ III სამი სამეფოს მემკვიდრედ ითვლებოდა. ბაგრატი იყო ქართველთა მეფის ტიტულის მქონე ბაგრატ ბაგრატიონის შვილიშვილი და მეფეთ-მეფის გურგენის შვილი, ეგრის-აფხაზეთის უშვილო მეფის თეოდოსის დისწული და ტაოს მეფის დავით III კურაპალატის შვილობილი. ბაგრატ III -სათვი უპირველესი მიზანს ქვეყნის გაერთიანება წარმოადგენდა. მას ჰყავდა ძლიერი მოწინააღმდეგეები რეაქციონერი ფეოდალების სახით. მათ ხელს არ აძლევდათ სამეფო ხელისუფლების გაძლიერება, რასაც შეიძლებოდა გამოეწვია ფეოდალთა მამულების შეუვალობის დარღვევა და მიტაცებული სახელმწიფო მიწების სამეფო განკარგულებაში დაბრუნება.1008 წელს, გურგენ მეფეთ-მეფის გარდაცვალების შემდეგ, ბაგრატ III–მ, როგორც მემკვიდრემ, შემოიერთა ტაოს ჩრილოეთი ნაწილი(ამიერტაო), შავშეთი, კლარჯეთი, სამცხე და ჯავახეთი. ბაგრატ III–მ პირველმა მიიღო "აფხაზთა და ქართველთა მეფის" ტიტული. ბაგრატ გურგენის ძე ბაგრატიონმა მისია, რომელიც დაეკისრა პირნათლად შეასრულა. მან საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ფეოდალურ მონარქიასა და სახელმწიფო "საქართველოს". ბაგრატ III-ის სრული ტიტულატურა იყო "მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა, კურაპალატი". ერთიანი საქართველოს დედაქალაქი ქუთაისი იყო.ბაგრატ III-ის მეფობის პერიოდში დაწინაურდა ქართული კულტურა. აიგო მრავალი არქიტექტურული შედევრი, მათგან აღსანიშნავია ბაგრატის ტაძარი ქუთაისში, რომლის მშენებლობაც 1003 წელს დასრულდა. ასევე ამ დროს აიგო ნიკორწმინდის ტაძარი და ბედიის მონასტერი სადაც დაკრძალულია კიდეც მეფე. ის აქ 1014 წელს ფანასკერტის ციხეში გარდაცვალების შემდეგ გადმოასვენეს.აკაკი ასისთავი წმიდა მოწამე აკაკი (+303) დაიბადა კაბადოკიაში და იყო მარტისიის პოლკის ასისთავი. როცა იმპერატორ მაქსიმიან გალერიუსის (305-311) ბრძანებით დაიწყო ქრისტიანთა დევნა, მხედართმთავარმა თერმმა სათითაოდ დაკითხა თავისი ჯარისკაცები. წმიდა აკაკიმ მტკიცედ და საჯაროდ აღიარა ქრისტიანობა. თერმმა ის მთავარსარდალ ვივიანესთან გაგზავნა. ვივიანეს ბრძანებით წმიდა აკაკი სასტიკად აწამეს, შემდეგ მძიმე ბორკილები დაადეს და საკანში ჩაკეტეს. ცოტა ხნის შემდეგ მოწამე სხვა ქრისტიანებთან ერთად წაიყვანეს ბიზანტიაში. ბიზანტიაში წმიდა მოწამეს მკაცრად ექცეოდნენ, ღამით პატიმრებმა იხილეს, რომ წმიდანთან ნათლით მოსილი ჭაბუკები მოვიდნენ, წყლულები მობანეს და საჭმელი მოუტანეს. 7 დღის შემდეგ ვივიანემ კვლავ მოიხმო წმიდა აკაკი და როცა მისი სიცოცხლით სავსე სახე ნახა იფიქრა, რომ დარაჯს მოჰქონდა წმიდანთან საკვები, მოაყვანინა იგი და მკაცრად დაკითხა. ამაოდ ირწმუნებოდა დარაჯი თავის უდანაშაულობას: ვივიანემ მისი გაროზგვა ბრძანა. მაშინ წმიდა აკაკიმ თვითონ უპასუხა ჯალათს: „სიმტკიცე და ძალა უფალმა იესო ქრისტემ მომცა, მანვე განკურნა ჩემი წყლულები“. გამძვინვარებულმა ვივიანემ სასტიკად ცემა წმიდანი და შემდგომი წამებისთვის გაუგზავნა მმართველ ფლაკინს, რომელმაც დაუფიქრებლად მოჰკვეთა თავი ქრისტეს აღმსარებელს.

ლოცვა

1746815913

როგორ ვილოცოთ სწორად - ამონარიდი ქადაგებიდან

ადამიანის მთელ ცხოვრებას ფერს უცვლის ენერგია ღვთისა, რომელსაც ეწოდება ასევე „მადლი ღვთისა“ და რომლის მეშვეობითაც ხდება თანაზიარება ღმერთთან, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) დიდი მარხვის მეორე კვირას ქადაგებისას განაცხადა.მისი თქმით, დიდი მარხვის მეორე კვირა წმინდა მღვდელმთავარ გრიგოლ პალამას ხსენების დღეა. მეუფე შიომ გრიგოლ პალამას ღვაწლზე და იესოს ლოცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.„წმინდა გრიგოლ პალამა ასწავლის, რომ ღმერთი სამყაროში იმყოფება თავისი ენერგიებით. როდესაც ადამიანი ამ მდუმარების სიღრმიდან ლოცულობს იესოს ლოცვას, მართებულად ლოცულობს, მაშინ იგი ექცევა ამ ენერგიების მოქმედების ქვეშ, ეს ენერგიები მას ღმერთთან აერთებენ და ღვთის თანაზიარს ხდიან. აი, რა საოცარი შედეგი აქვს იესოს ლოცვის ღვაწლს, როდესაც ის აღესრულება ისე, როგორც წმინდა გრიგოლ პალამა გვასწავლის.და როდესაც ადამიანი ასე ცხოვრობს, ის აღწევს წარმოუდგენლად დიდ სულიერ სიმაღლეებს, მასში ხორციელდება ეს თანაზიარება, თანაზიარება ღმერთთან (რომელზეც მოგახსენეთ), იმდენად, რომ ადამიანის სხეულიც კი ფერს იცვლის და ღირსი ხდება, მიიღოს ის უქმნელი შუქი, რომელიც უფალმა იესო ქრისტემ გამოაბრწყინა თაბორის მთაზე. ამ შუქის ხილვის ღირსი ხდება ადამიანი, ამის გამობრწყინების ღირსი ხდება ადამიანი, რაც დასტურდება მრავალი წმინდანის ცხოვრებით.ადამიანის მთელ ცხოვრებას ფერს უცვლის ეს ენერგია ღვთისა, რომელსაც ეწოდება ასევე „მადლი ღვთისა“ და რომლის მეშვეობითაც ხდება ეს თანაზიარება ღმერთთან.წმინდა ეკლესია სწორედ ამას გვახსენებს დიდი მარხვის პირველ კვირასაც და დღესაც, მეორე კვირასაც, რომ ჩვენი სინანულის საფუძველი არის სრულიად განსაკუთრებული რწმენა ღვთისა და რწმენა ადამიანისა. ასეთი რწმენა ადამიანისა, ქრისტიანის გარდა არავის შეიძლება ჰქონდეს, შეუძლებელია, რომ ჰქონდეს, რადგან ადამიანში ისეთი სიდიადე და სიკეთეა ჩადებული, რომ ქრისტიანის გარდა, ამაზე სხვას წარმოდგენაც კი არ შეიძლება ჰქონდეს.აი, ძვირფასო ძმებო და დებო, რა არის ჩვენი სინანულის საფუძველი, რა არის მიზანი ჩვენი სინანულისა, სულიერი ცხოვრებისა. ეს არის თანაზიარება ღვთისა, რომელზეც მოწმობს წმინდა ეკლესია დიდი მარხვის პირველ და მეორე კვირებში და შეგვახსენებს ჩვენს დიდ მოწოდებას და იმ სიდიადეს, რომელიც ჩვენს ბუნებაშია ჩადებული, რაც, ვიმეორებ, არის თანაზიარება ღმერთთან; რისი ღირსიც გაგვხადოს ჩვენ უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ“, - განაცხადა მეუფე შიომ.

„ტკბილი საწამლავით“ გაჯერებული ე.წ ვეიპები სინამდვილეში სახიფათოა და თქვენს ჯანმრთელობას ანგრევს

1746710967

თქვენ გატყუებენ - ე.წ ვეიპები, რომლებიც გაჯერებულია „ტკბილი საწამლავით“, სინამდვილეში, სახიფათოა და თქვენს ჯანმრთელობას ანგრევს

თქვენ გატყუებენ! გატყუებენ რომ ელექტრო სიგარეტი უვნებელია! რომ ის არ შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს და რომ ის დაგეხმარებათ თამბაქოსთვის თავის დანებებაში...- ეს დიდი ტყუილია!ფერადი, სხვადასხვა ფორმის ელექტრომოწყობილობები, რომელიც მომხმარებელს საყვარელი კენკრის, ხილის არომატებით ხიბლავს, რეალურად ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. მისი გამოყენებით ვაზიანებთ ჩვენს ორგანიზმს, გამონაბოლქვით კი ჩვენს გარშემომყოფებს.არაჯანსაღი კბილები, ადრეული მენოპაუზა, გაუარესებული მხედველობა, ყნოსვისა და გემოს შეგრძნების დაქვეითება, უმადობა, მუდმივი ხველა, სუსტი იმუნიტეტი, უნაყოფობა, დანაოჭებული კანი, სიყვითლე თითებზე — ეს იმ პრობლემების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რომელთა წინაშეც მწეველები დგანან.ელექტრო სიგარეტების მოხმარება წლიდან წლამდე იზრდება, იზრდება იმ კვლევების რაოდენობაც, რომლებიც ელექტრო სიგარეტისა და ტრადიციული თამბაქოსგან გამოწვეულ დაავადებებს შორის ტოლობის ნიშანს სვამს."თამბაქოს კონტროლის ალიანსის" თავმჯდომარე, გიორგი ბახტურიძე აცხადებს, რომ მოზარდებში საგანგაშოდ გაზრდილია ელექტრონული სიგარეტის მოხმარების მაჩვენებელი.„საგანგაშო მდგომარეობა გვაქვს ელექტრონული სიგარეტის, ე.წ. ვეიპის გამოყენების კუთხით. 15-16 წლის მოზარდებში ელექტრონული სიგარეტის მოხმარება არის დაახლოებით, 15%, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. თუ შევადარებთ 2015 წელს, მაშინ 7% იყო. დღეს ელექტრონული სიგარეტის მოხმარება 2-ჯერ არის გაზრდილი“,- აცხადებს გიორგი ბახტურიძე.                    ერთეული შემთხვევებიდან ეპიდემიამდე  2019 წლის აგვისტოში, ორეგანოს შტატში ვეიპინგთან დაკავშირებული ფილტვის მწვავე დაავადების გამო ორი ადამიანი გარდაიცვალა. ასაკი და სქესი გასაიდუმლოებული დარჩა, მაგრამ ოფიციალური ინფორმაციით, ის კლინიკაში ივლისში, ლეგალურად შეძენილი მარიხუანის შემცველი პროდუქტის მოხმარების შემდგომ მოათავსეს. როგორც საქმის გამომძიებელი, ექიმი ენ ტომასი ამბობდა, გარდაცვლილი "სხვა მხრივ ჯანმრთელი იყო და უეცრად მძიმედ დაავადდა".საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ვეიპინგისთვის განკუთვნილი სითხე ოფიციალურ მაღაზიაში იყო ნაყიდი. ამ ეტაპზე ჩვენ აღარ ვიცით რა არის უსაფრთხო,- თქვა ექიმმა ენ ტომასმა, რომელიც ამ ორი პაციენტის გარდაცვალების მიზეზს იკვლევდა.                                                                     „არ არსებობს ხარისხიანი საწამლავი“ მიუხედავად იმისა, რომ ელექტრო სიგარეტის გამოყენება შედარებით ახალგაზრდა მავნე ჩვევაა, უკვე არსებობს ზიანის დამადასტურებელი კვლევები.ხველა, ჰაერის უკმარისობა, ქოშინი, შეშუპება და თავის ტკივილი - ეს გულის უკმარისობის ის სიმპტომებია, რომელსაც ელექტრო სიგარეტები იწვევს. თუმცა, საქმე მხოლოდ გულს არ ეხება. ელექტროსიგარეტი ფილტვის ისეთ დაავადებებს აჩენს, როგორიცაა  ასთმა, ტუბერკულოზი, ბრონქიტი - დაავადებათა სია ვრცელია.არაკეთილსინდისიერი მწარმოებლები მალავენ, რომ სიგარეტი 600-მდე ნივთიერებას, ხოლო მისი კვამლი 7000-ზე მეტ საშიშ ქიმიურ ნაერთსა თუ ელემენტს შეიცავს. ასეთია, მაგალითად, ბენზოლი, ამიაკი, ტყვია, წყალბადის ციანიდი, ფორმალდეჰიდი და სხვა. მათი ორგანიზმში მოხვედრა იწვევს კანცეროგენების დაგროვებას, საბოლოოდ კი ფილტვის კიბოს.მკვლევრებმა, ადამიანებში, რომლებიც არასოდეს ყოფილან მწეველები, ფილტვის კიბოს შემთხვევათა ტენდენციის ზრდა გამოავლინეს.„მიუხედავად იმისა, რომ მწეველთა რაოდენობა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მცირდება, იზრდება ფილტვის კიბოს პროპორცია იმ ადამიანებში, ვინც არასდროს ყოფილა მწეველი. კერძოდ, მთელ მსოფლიოში კიბოსთან დაკავშირებულ სიკვდილიანობაში, მოწევა მეხუთე მთავარი მიზეზია“,- აღნიშნავენ მკვლევარები.2025 წლის აპრილში, ამერიკაში მცხოვრები თინეიჯერი იშვიათი, მაგრამ ძალიან სერიოზული ფილტვების დაავადებით დაინფიცირდა, რომელსაც "პოპკორნის ფილტვებს" უწოდებენ. დადგინდა, რომ დაავადების მიზეზი მოზარდის მიერ სამი წლის განმავლობაში, ფარულად ელექტრო სიგარეტის, ე.წ. "ვეიპის" გამოყენება იყო.ყველაზე შემაშფოთებელი ის არის, რომ „პოპკორნის ფილტვების“ მკურნალობა ვერ ხერხდება. როდესაც ფილტვები უკვე დაზიანებულია, თერაპია მხოლოდ სიმპტომების მართვით შემოიფარგლება. ეს შეიძლება მოიცავდეს ბრონქოდილატორებისა და სტეროიდების გამოყენებას, უკიდურეს შემთხვევებში კი — ფილტვის გადანერგვას.              მარკეტინგული ხრიკი დანამატების სახით საზოგადოებაში გავრცელებულია მითი, რომ თამბაქოს დანამატები ნაკლებსაზიანოა ჯანმრთელობისთვის.თამბაქოს ინდუსტრია იყენებს ათასობით დანამატს და ათობით არომატიზატორს იმისთვის, რომ პროდუქტს უფრო სასიამოვნო თვისებები მიანიჭოს. ინდუსტრიის მიზანია ახალგაზრდების და ახალდამწყები ადამიანების ადვილად მიჩვევა ამ პროდუქტებზე!!!თამბაქოს ბაზარზე შეხვდებით მრავალი სახის დანამატს, რომელთა ჩამონათვალი არც მეტი, არც ნაკლები თქვენც გაცდუნებთ. ​მაგალითად, ნესვის არომატი, პიტნა, ანანასი, კაკაო და ა.შ.საინტერესოა, რეალურად რა დგას ამ დანამატების შექმნის უკან? -  პირველები ალბათ იტყვით, რომ დანამატიანი სიგარეტის სუნი არ აღიზიანებს გვერდით მყოფს, არ ტოვებს უსიამოვნო სუნს და ა.შ. მაგალითისთვის, შეგვიძლია განვიხილოთ მენთოლი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანამატია თამბაქოს პროდუქტში. ის ამცირებს თამბაქოს კვამლით გაღიზიანების ეფექტს და ხველას თამბაქოს კვამლის შესუნთქვის დროს. სწორედ, ამიტომ ემატება მენთოლი თამბაქოს პროდუქტს - ეს განსაკუთრებულად იზიდავს მომხმარებლებს.გარდა ამ მიმზიდველობისა, ეს არომატები დამატებით ავლენენ სხვა თვისებებს. კერძოდ, წვის შედეგად, ეს პროდუქტები გამოყოფენ სხვადასხვა ნივთიერებას, რომელთა ნაწილი ხელს უწყობს ნიკოტინის სწრაფ შეწოვას და მის სწრაფ ათვისებას.  არომატების გემო კი ელექტრო სიგარეტზე მიჯაჭვულობას უფრო სწრაფად ავითარებს.                                                   თამბაქოს ინდუსტრიის მითების მიზანი  👉 შექმნას ან გაზარდოს „გასინჯვის სურვილი“👉 წაახალისოს გასინჯვა/გამოცდა პროდუქტის ზომის, ფორმის, ფერის, არომატის გაახლებით/არჩევანით👉 სენსორული თვისებების გაუმჯობესებით გახადოს მისაღები/სასიამოვნო ახალი მომხმარებლისთვის👉 პროდუქტის ნაირსახეობის შეთავაზებით მიიზიდოს მომხმარებელთა და მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფი (ასაკის, სქესის, ეთნიკური თუ კულტურული კუთვნილების, სოციო-ეკონომიკური სტატუსის, ჯანმრთელობისადმი დამოკიდებულების და ა.შ. მიხედვით).   👉 დანამატების სახით ქმნიან შთაბეჭდილებას თითქოს ეს პროდუქტი არის ნაკლები რისკის შემცველი ან აქვს სარგებელი ჯანმრთელობისთვის.                                 რეალობა მაგალითად, როცა ჩვენ შაქარს, კაკაოს, ჯინჯერს და სხვა სანელებლებს ჩვეულებრივად მოვიხმართ, ისინი, რა თქმა უნდა, უსაფრთხოა.  როცა ამ არომატებს თამბაქოში იყენებენ, ჯანმრთელობისთვის სახიფათო ხდება.კერძოდ, თამბაქოს უხეში, არასასიამოვნო გემო და სუნი იკარგება, რაც ნიშნავს, რომ ტოქსიკური კვამლი ხდება უფრო კარგი მოსაწევი, რაც პირდაპირ ურტყამს ჯანმრთელობას. ასევე, „ტკბილი საწამლავის“ წვის შედეგად, გამოიყოფა დამატებითი ტოქსინები, რომელთა ნაწილი არის კანცეროგენული ეფექტის.თამბაქოს, რომელსაც ისედაც არ აკლია მავნე ნივთიერებები, დანამატებისგან გამოყოფილი ტოქსინები კიდევ ემატება.   თამბაქოზე დამოკიდებულების სინდრომები ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ქცევითი და კოგნიტიური ფენომენის იმ კლასტერზე მიუთითებს, რომელშიც პიროვნებისთვის თამბაქოს მოხმარება პრიორიტეტი ხდება. ამ დროს მწეველისთვის სხვა ქცევები ნაკლებად პრიორიტეტულია, რომელიც წარსულში მისთვის უფრო ღირებული იყო.     მიუხედავად იმისა, რომ მწეველებს მოსაწევად გარეთ გასვლას ვაიძულებთ, რათა სხვების ფილტვები კანცეროგენებისგან დავიცვათ, ჩნდება სულ უფრო მეტი მტკიცებულება, რომ მათი კვამლისგან მთლიანად გაქცევა არც ისე ადვილია.ნათელი ხდება, რომ ქსოვილებსა და სხვა ნივთების ზედაპირებზე ჩაჭედილი თამბაქოს კვამლის ნაწილაკები მავნე მოქმედებას აგრძელებენ. როგორც ახალი კვლევა მიუთითებს, მათ ადვილად შეუძლიათ კვლავ ჰაერში გამოსვლა და იმ ზონაში „ფარფატი“, რომელიც კვამლისგან თავისუფალი გვგონია...გარდა ზემოთ ჩამოთვლილი საკითხებისა, რომელიც საკმაოდ დამაფიქრებელია, თამბაქოს მოხმარება აღრმავებს სიღარიბეს. მწეველებს აქვთ გაცილებით მაღალი რისკი ფილტვის კიბოს განვითარების; გულ-სისხლძარღვთა დაავადებების;  რესპირატორული დაავადებების; ნაადრევი სიკვდილის...  ეს ყველაფერი არა მხოლოდ ჯანმრთელობის, ფინანსური პრობლემების მიზეზიც ხდება ოჯახებისთვის, - როგორც მკურნალობის ხარჯების, ისე დაკარგული შემოსავლების სახით, მაგალითად ავადობის გამო უმუშევრობა.აი, შესანიშნავი მაგალითი, იმისა, თუ რა სასარგებლო პროდუქტის შეძენა შეგიძლია, ერთი კვირის მანძილზე სიგარეტის საყიდელი თანხით 👇თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელის, გიორგი მაღრაძის განცხადებით, ჯანმრთელობის გაუარესება და სიკვდილიანობა ქვეყნის ეკონომიკასაც აწვება. ამიტომ, თამბაქოს ინდუსტრიიდან შემოსული მოგება გაცილებით ნაკლებია იმ ზარალთან შედარებით, რასაც ამ პროდუქტის მოხმარება იწვევს ჯანმრთელობის და სოციალური თვალსაზრისით.„თამბაქოს კონტროლის ცენტრი მიიჩნევს, რომ არ უნდა შემცირდეს თამბაქოზე სააქციზო გადასახადი. ქვეყანამ 2017 წლის შემდეგ ძალიან მყარი და მკაფიო ნაბიჯები გადადგა, რომ გაძლიერებულიყო ღონისძიებები ჩვენს ქვეყანაში და მან უკვე გამოიღო გარკვეული შედეგები, გაიზარდა მწეველების შემცირების და, ზოგადად, მოხმარებული თამბაქოს შემცირების მხრივ ტენდენცია, შემცირდა ის კონკრეტული დაავადებები, რომლებიც გამოწვეულია თამბაქოს მოხმარებით. თამბაქოზე სააქციზო გადასახადის შემცირების ინიციატივა აქამდე ჩატარებულ ძალისხმევებს წყალში ყრის და უკან გადადგმული ნაბიჯია“, - ამბობს გიორგი მაღრაძე.                                                   კანონი - პასუხისმგებლობა - შედეგი ☝ საზოგადოებრივ ტრანსპორტში თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის მოხმარების გამო მძღოლი და მგზავრი ჯარიმდება. მძღოლი დაჯარიმდება 200 ლარით, განმეორებისას 400 ლარით, ხოლო მესამე და ყოველ მომდევნო ჯერზე 600-600 ლარით.☝ მოწევის რეგულაციის დამრღვევი მგზავრი დაჯარიმდება პირველ ჯერზე 100 ლარით, განმეორებების შემთხვევაში კი 200 - 300 ლარით.☝ სკოლებიდან და ბაღებიდან 50 მეტრის რადიუსში ტამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის რეალიზაცია აკრძალულია.☝ დახურულ სივრცეში მოწევის აკრძალვის რეგულაციის დამრღვევი ჯარიმდება პირველ ჯერზე 100 ლარით, განმეორებით შემთხვევაში 200 და მესამე და ყოველ ჯერზე, ერთი წლის განმავლობაში 300-300ლარით.☝ ორგანიზაცია (დაწესებულება), რომელიც თამბაქოს ნებისმიერი სახის ნაწარმის მოწევის აკრძალვის რეგულაციის დარღვევას არ აღკვეთავს, ჯარიმდება პირველ ჯერზე 500 ლარით, განმეორების შემთხვევაში 1000 ლარით და მესამე და ყოველ მომდევნო ჯერზე, ერთი წლის განმავლობაში 2000-2000 ლარით. იგივე რეგულაცია ვრცელდება ჩილიმის მოწევაზეც.☝ თუ ფიზიკური პირი მოწევს მრავალბინიანი სახლის იმ ნაწილში, რომელიც საერთო ქონებაა (ვესტიბიული, სადარბაზო, დერეფანი, კიბის უჯრედი, სარდაფი, სახურავი, ლიფტი და სხვ.) იგი დაჯარიმდება 50 ლარით, განმეორების შემთხვევაში - 100 ლარით.☝ 2025 წლის პირველი აპრილიდან ამოქმედდა კანონი, რომელიც თამბაქოს სადა შეფუთვით გაყიდვას ითვალისწინებს. სადა შეფუთვა მიზნად ისახავს თამბაქოს ნაწარმის მიმზიდველობის შემცირებას, განსაკუთრებით მოზარდებსა და ახალგაზრდებში. 1-ელი აპრილიდან, კი ყველა დარღვევაზე მოხდება შესაბამისი რეაგირება. საჯარიმო სანქცია ამ შემთხვევაში 5000 ლარია.  თუ დარღვევას ხედავ, ნუ დახუჭავ თვალს, დარეკე შემოსავლების სამსახურის ცხელ ხაზს: 2 299 299.  დარეკე 112-ზე და აცნობე მოწევის რეგულაციის დარღვევის შესახებ!მწეველები უკვე ჩივიან, რომ რაც მათი „საყვარელი“ თამბაქო სადა შეფუთვით იყიდება, თამბაქოს გემოც შეეცვალა... მართალია ჯერ ერთეულები საუბრობენ, მაგრამ აცნობიერებენ, რომ „ნაგავი როგორც არ უნდა შეფუთო, ნაგავია“... ჩემს ირგვლივ ორ კვირაში ოთხი ადამიანია, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება - მოწევა შეწყვიტოს.                                 და მაინც... საუკეთესო რამ, რაც მწეველებმა საკუთარი და სხვისი ჯანმრთელობისთვის შეიძლება გააკეთონ, არის მოწევისთვის თავის დანებება. მოწევისთვის თავის დანებება საოცრად ეფექტიანია სიკვდილის რისკის შესამცირებლად და ადამიანებს ამ ჯილდოს მიღება საოცრად სწრაფად შეუძლიათ.თუ გსურთ თავი დაანებოთ თამბაქოს მოხმარებას, მათ შორის ელექტრო სიგარეტი/ვეიპი, გასახურებელი თამბაქოს ნაწარმი, ჩილიმი და სხვ. დაუკავშირდით უფასო ცხელ ხაზს 116001. ასევე შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ მობილური აპლიკაცია „თავს ვანებებ“                    რა ხდება მაშინ, როცა მოწევას თავს ანებებთ სიგარეტის ბოლო ღერის მოწევიდან 20 წუთში...თქვენი ორგანიზმი მწყობრში მალევე ვერ ჩადგება, მაგრამ სისხლის წნევა და პულსაცია სტაბილიზდება...ბოლო ღერი სიგარეტიდან 24 საათში...გულის შეტევის რისკი შემცირებულია, რადგან სისხლში ჟანგბადის დონე საგრძნობლად იმატებს. სისხლი მდიდრდება ჟანგბადით, უმჯობესდება მისი მიმოქცევა და შესაბამისად, გულის ფუნქცია.ბოლო ღერი სიგარეტიდან 48 საათში...უკვე 2 დღე გავიდა, რაც მწეველი აღარ ხართ, შესაბამისად, დაზიანებული ნერვული დაბოლოებები თავიდან ზრდას იწყებს. გაგიუმჯობესდებათ გემოსა და სუნის შეგრძნება.ბოლო ღერი სიგარეტიდან 72 საათში...თქვენ უფრო მარტივად იწყებთ სუნთქვას, რადგან ფილტვის ალვეოლები მოდუნებას იწყებენ და უკეთ იხსნებიან. ფილტვების სასიცოცხლო ტევადობა იზრდება.ერთი კვირა სიგარეტის გარეშე:ეს უკვე სერიოზული განაცხადია, არა მხოლოდ ჯანმრთელობის, არამედ ნებისყოფის თვალსაზრისითაც. ერთი თვე უსიგარეტოდ:ფილტვების ბოჭკოების ზრდა აქტიურად მიმდინარეობს, რაც შედეგად აჩენს ლორწოვან გარსს და ორგანიზმი ბაქტერიული ინფექციებისგან თავდაცვის უკეთეს უნარს იძენს.სამი თვე სიგარეტის გარეშე:ქალების შემთხვევაში, გაუმჯობესებულია განაყოფიერების უნარი და შემცირებულია ნაადრევი მშობიარობის რისკი.ერთი წელი უსიგარეტოდ:თქვენი ფილტვებისთვის საოცარი ცვლილებები განხორციელდა, გაუმჯობესდა მისი ფუნქცია და ტევადობა. ბოლო ღერი სიგარეტიდან 5 წელში:გარდა იმისა, რომ გულის შეტევის ალბათობა არამწეველის დონეზე დაიყვანეთ, განახევრდა ფილტვის კიბოს განვითარების რისკი.ბოლო ღერი სიგარეტიდან 10 წელში:ფილტვის კიბოს განვითარების რისკი არამწეველი ადამიანისას უტოლდება. პრე-სიმსივნური უჯრედები სრულად ჩანაცვლდა ჯანმრთელი უჯრედებით.15 წელი სიგარეტის გარეშე:გულის შეტევის რისკი გაუთანაბრდა სრულიად არამწეველი ადამიანისთვის არსებული რისკის ნიშნულს. თქვენი ცხოვრება რადიკალურად არის შეცვლილი.გილოცავთ, თქვენ გაიმარჯვეთ თამბაქოსთან ბრძოლაში!

კამალა და ტრამპი

1730871960

ამერიკის ცხელი ნოემბერი - ყველა ინფორმაცია საპრეზიდენტო არჩევნებზე

ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მიცემული ხმების დათვლა. ჯერჯერობით ლიდერობს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი. დემოკრატიული პარტიიდან მისი მეტოქეა ვიცე პრეზიდენტი კამალა ჰარისი.ამერიკული საარჩევნო სისტემით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულს საბოლოოდ გამოავლენს შტატების მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგია. კანდიდატებს გამარჯვებისთვის კოლეგიისგან სჭირდებათ 538-დან სულ მცირე 270 ხმა.დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლის ცნობით, კამალა ჰარისი ამ ღამით მხარდამჭერებს სიტყვით არ მიმართავს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.მედიის ცნობით, მოქალაქეების ნაწილმა კამალა ჰარისის საარჩევნო შტაბი და ასევე მხარდამჭერთა შეკრების ადგილი დატოვა.როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, მხარდამჭერებმა შეკრების დატოვება მას შემდეგ დაიწყეს, რაც ცნობილი გახდა ორი ე.წ. მერყევი შტატის – ჩრდილოეთ კაროლინისა და ჯორჯიის წინასწარი შედეგები, რომელთა თანახმადაც აღნიშნულ შტატებში დონალდ ტრამპი იმარჯვებს.ამერიკის შეერთებული შტატებში 5 ნოემბრის არჩევნების დღეს არაერთ საარჩევნო უბანზე მიიღეს შეტყობინება შენობაში ბომბის არსებობის შესახებ. შემოწმებამ დაადასტურა, რომ ყველა შეტყობინება ცრუ იყო.„სიენენის“ წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ორ მერყევ შტატში გაიმარჯვა, ხოლო სამში ლიდერობს. მედიის ინფორმაციით, ტრამპი გამარჯვებულია ჩრდილოეთ კაროლინასა და ჯორჯიაში. პენსილვანიაში, სადაც დათვლილია ხმების 93%, დონალდ ტრამპს 51,1% აქვს, ხოლო ჰარისს – 47,8%.დემოკრატების კანდიდატი კამალა ჰარისი, არჩევნების პარალელურად, ამომრჩევლებს აქტიურობისა და მხარდაჭერისკენ მოუწოდებს."დააკაკუნეთ კარზე, დაურეკეთ ამომრჩევლებს, მიაწვდინეთ ხმა მეგობრებსა და ოჯახის წევრებს. ჩვენ ერთად დავწერთ იმ ყველაზე დიდი ისტორიის მომდევნო თავს, რაც კი ოდესმე გაგვიგია", – ვკითხულობთ ჰარისის პოსტში.რესპუბლიკელების კანდიდატი დონალდ ტრამპი კი ფილადელფიაში მასობრივი თაღლითობის შესახებ საუბრობს."ვრცელდება ხმები ფილადელფიაში არჩევნებში მასობრივი თაღლითობის შესახებ და სამართალდამცველი ორგანოები უკვე ადგილზე მიემართებიან", - წერს პრეზიდენტობის კანდიდატი სოციალურ ქსელში.აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატს, დონალდ ტრამპს ფლორიდაში, უესთ პალმ ბიჩში გახსნილ საარჩევნო შტაბში ელოდებიან. ტრამპი სავარაუდოდ სიტყვით მიმართავს მხარდამჭერებს.ადგილზე, რესპუბლიკელი კანდიდატის სხვა მომხრეებთან ერთად, იმყოფება მილიარდერი ილონ მასკი, ასევე რობერტ კენედი უმცროსი და ტულსი გაბარდი.Fox News-ის ცნობით, ტრამპმა ამომრჩეველთა კოლეგიის 277 ხმა მიიღო. ეს უკვე საკმარისია იმისთვის, რომ ის გამარჯვებულად გამოცხადდეს.წინასწარი მონაცემების გამოქვეყნებისთანავე, ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მეგობარი ქვეყნების ლიდერებმა მიულოცეს:ისრაელის ომის კაბინეტის წევრი, ენერგეტიკის მინისტრი ელი კოენი დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.როგორც ელი კოენი წერს, ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს მსოფლიოსთვის და ისრაელის სახელმწიფოსთვის დიდი წარმატების მიღწევა მოხერხდა.უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის, დონალდ ტრამპის გამარჯვებას ზეიმობს.„დილა მშვიდობისა, უნგრეთო! გზად ლამაზი გამარჯვებისკენ“, – წერს ორბანი სოციალურ მედიაში და აქვეყნებს ფოტოს, სადაც ტელევიზორში საარჩევნო პროცესს ადევნებს თვალს. „გამარჯვება გარანტირებულია“, – აღინიშნა ორბანმა.ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა კამალა ჰარისის მთავარმა დონორმა, მილიარდერი მარკ კუბანმა.„გილოცავთ დონალდ ტრამპ. თქვენ სამართლიანად მოიგეთ. ვულოცავ ულონ მასკსაც ასევე",- წერს მარკ კუბანი სოციალურ ქსელ X-ზე.აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ამერიკელებმა ქვეყანა გადაარჩინეს. როგორც მაიკ ჯონსონმა დაწერა, ამერიკელმა ხალხმა თავისი სათქმელი თქვა.„ჩვენ გადავარჩინეთ ამერიკა, ამერიკელმა ხალხმა თავისი სათქმელი თქვა. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და სენატორი ჯეი დი ვენსი თეთრ სახლში მიდიან. ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ამერიკელი ხალხისთვის“, – დაწერა მაიკ ჯონსონმა.„მოუთმენლად ველოდები მასთან მუშაობას, რათა მშვიდობა ნატო-ს მეშვეობით გავაძლიეროთ“,-ასე დაწერა მისალოცი პოსტი ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ სოციალურ ქსელში.ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუს მისალოც წერილში კი ვკითხულობთ: „ძვირფასო დონალდ და მელანია, გილოცავთ ისტორიაში უდიდეს დაბრუნებას. თქვენი ისტორიული დაბრუნება თეთრ სახლში გვთავაზობს ახალ დასაწყისს ამერიკისთვის და ვალდებულებას ისრაელსა და ამერიკას შორის დიდებული ალიანსისთვის. ეს დიდი გამარჯვებაა. თქვენი ნამდვილი მეგობარი, ბენიამინი და სარა ნეთანიაჰუ“.5 ნოემბერს აშშ-ში ჩატარდა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის, სენატის წევრთა მესამედის და 11 შტატის გუბერნატორის არჩევნებიც.ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 100 ადგილიან სენატში რესპუბლიკელებს 48 ადგილი აქვთ, დემოკრატებს – 39, 435 ადგილიან წარმომადგენელთა პალატაში კი, სადაც გამარჯვებისთვის 218 ხმაა საჭირო, ასევე წინასწარი მონაცემებით, რესპუბლიკელებს 166 ადგილი აქვთ, დემოკრატებს კი - 113.წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი ნენსი პელოსი კონგრესში ბრუნდება. როგორც გამოცემა „ჰილი“ წერს, ეს პელოსისთვის კონგრესში მე-20 ვადა იქნება.სან-ფრანცისკოელმა ლიბერალმა კალიფორნიის მე-11 ოლქში მარტივად გაიმარჯვა, სადაც დაამარცხა ნომინალური მეტოქე, რესპუბლიკელი ბრუს ლუ.

თალიბანი

1724430990

თალიბანი ავღანეთში ქალის ხმის საჯაროდ გაჟღერებას კრძალავს

თალიბანი ავღანეთში ქალის ხმის საჯაროდ გაჟღერებას კრძალავს. "სათნოების გავრცელებისა და მანკიერების აღკვეთის სამინისტროს" მიერ გამოცემული კანონის თანახმად, ქალის ხმა, რომელიც მღერის ან კითხულობს, საჯარო ადგილებში არ უნდა ისმოდეს, რადგან ის ინტიმურად ითვლება.ამასთან ერთად, ქალებს ეკრძალებათ შეხედონ მამაკაცებს, რომლებთანაც სისხლით ან ქორწინებით არ არიან დაკავშირებული. 

კამალა ჰარის

1721628748

გზა კედებით თეთრ სახლამდე – რა ვიცით აშშ-ს ისტორიაში პირველ ქალ ვიცე-პრეზიდენტზე, რომელიც, შესაძლოა, პრეზიდენტიც გახდეს

“მე პირველი ქალი ვარ, რომელიც ასეთ მაღალ პოსტს დაიკავებს, მაგრამ არ ვიქნები უკანასკნელი”,- ასე მიმართა 2020 წლის არჩევნების შემდეგ კამალა ჰარისმა ამერიკელებს. ამ განცხადებიდან 4 წლის შემდეგ, კამილამ კიდევ ერთი ხმაურიანი განცხადებით მიმართ ამომრჩეველს და თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს გახდეს დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატი და ტრამპი დაამარცხოს.საქმე ისაა, რომ გუშინ ამერიკის მოქმედმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საარჩევნო მარათონს ეთიშება. ახალ კანდიდატად კი დემოკრატებს კამილა ჰარისი შესთავაზა. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის მხარდაჭერის მიღება მისთვის დიდი პატივია.„ჩემი მიზანია მოვიპოვო პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატურა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ გავაერთიანო „დემოკრატიული“ პარტია, გავაერთიანო ჩვენი ერი დონალდ ტრამპის დასამარცხებლად. არჩევნებამდე 107 დღე დაგვრჩა. ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“, - აღნიშნა კამალა ჰარისმა.ვინ არის კამალა ჰარისიკამალა 1964 წლის ოქტომბერში კალიფორნიაში, კერძოდ კი ოუკლენდში დაიბადა. კამალა ჰარისის მამა ფერადკანიანი იამაიკელი იყო, დედა კი, ინდოელი დიპლომატის ქალიშვილი და კიბოს მკვლევარი. ჰარისის მშობლები ამერიკაში იმიგრანტები იყვნენ და სწორედ იქ შეხვდნენ ერთმანეთს. ამიტომაც, როდესაც კამალა ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა ბაიდენმა, ბევრი მოწინააღმდეგე ამბობდა, რომ მას არ ჰქონდა ამ პოზიციის დაკავების უფლება, თუმცა, ფაქტია, რომ 56 წლის კამალა აშშ-ში დაბადებული და ამ ქვეყნის მოქალაქეა.თუმცა, ის 12-დან 17 წლამდე კანადაში, კერძოდ კი მონრეალში ცხოვრობდა, ვინაიდან დედას იქ სამსახური შესთავაზეს იმ პერიოდში. ამ პერიოდს უკავშირდება კამალა ჰარისის პირველი აქტივისტობაც. 13 წლის იყო ის, როდესაც მის მეზობლად მცხოვრები ბავშვები შეკრიბა და საპროტესტო აქცია გამართა იმ წესების წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც ბავშვებს მათი საცხოვრებელი კორპუსის წინ მდებარე გაზონზე თამაშის უფლება არ ჰქონდათ. აღსანიშნავია, რომ ეს აქცია წარმატებით დასრულდა.კამალას იურიდიული განათლება აქვს, მან ჰასტინგსის კოლეჯში შესაბამისი ხარისხი 1989 წელს მოიპოვა. 1990–98 წლებში ჰარისი ძირითადად მუშაობდა ოუკლენდში პროკურორის მოადგილედ, მას მნიშვნელოვანი რეპუტაცია და აღიარება მოუტანა ისეთ საქმეებზე მუშაობამ, როგორიც იყო ჯგუფური ძალადობის, ნარკოტრეფიკინგისა და სექსუალური ძალადობის საქმეები. ამ ყველაფრის შემდეგ ჰარისი უკვე 2004 წელს ოუკლენდის პროკურორი ხდება. 2010 წელს კი კალიფორნიის გენერალური პროკურორი. მან ხმების დაახლოებით 1%-იანი სხვაობით შეძლო აღნიშნული პოზიციის დაკავება, შედეგად ის გახდა პირველი ქალი და ასევე პირველი ფერადკანიანი ამერიკელი, რომელიც აღნიშნულ პოსტზე დაინიშნა. ამის შემდეგ უკვე კამალა „პოლიტიკური დამოუკიდებლობის“ დემონსტრირებას ხშირად ახდენდა. მის, როგორც პროკურორის სახელს არაერთი მნიშვნელოვანი საქმე უკავშირდება. ასე მაგალითად, 2013 წელს, მან უარი განაცხადა, სამართლის ნორმა ე.წ Proposition 8-ის დაცვაზე, რომელიც ერთი სქესის წარმომადგენელთა აკრძალვას ეხებოდა შტატში.2017 წლის იანვრიდან კამალა ჰარისმა მუშაობა დაიწყო დაზვერვისა და იურიდიულ კომიტეტში. ის ცნობილი გახდა თავისი პროკურორული სტილით მოწმეების დაკითხვის პროცესში, რასაც რესპუბლიკელების მხრიდან კრიტიკაც მოჰყვა. 2017 წლის ივნისში განსაკუთრებული ყურადღება ჰარისმა მაშინ მიიპყრო, როდესაც ის ამერიკის გენერალურ პროკურორს ჯეფ სესიონს ჰკითხავდა. საქმე რუსეთის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის საკითხს ეხებოდა.ცნობისთვის, ჰარისს მემუარებიც აქვს დაწერილი The Truths We Hold: An American Journey, რომელიც 2019 წლის იანვარში გამოქვეყნდა.ჰარისი – ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატიკამალა ჰარისს სურდა, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატების მთავარი საპრეზიდენტო კანდიდატი ყოფილიყო. თავდაპირველად ის მიიჩნეოდა კიდეც ფავორიტ კანდიდატად და დებატებშიც დიდი ყურადღება მიიპყრო, თუმცა, 2019 წლის დეკემბერში რბოლას გამოეთიშა და წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად შეწყვიტა.მიუხედავად ამისა, კამალა მაინც რჩებოდა პოლიტიკური მოვლენების სცენაზე. ის ყურადღებას ამახვილებდა სოციალურ-სამართლებრივ რეფორმაზე, განსაკუთრებით, 2020 წლის მაისში, პოლიციელის მიერ, აფროამერიკელ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობასთან დაკავშირებით.კამალას მაშინდელმა აქტივობებმა მისი ბევრი ისეთი მოწინააღმდეგე გააჩუმა, ვინც ადრე მას პოლიციის მხრიდან ძალადობის გადამეტების ფაქტების არასათანადოდ გამოძიებაში ადანაშაულებდა.ამ პროცესების პარალელურად, დემოკრატები ჯო ბაიდენს მოუწოდებდნენ, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ფერადკანიანი ამერიკელი ქალი დაესახელებინა, რადგან ქვეყანაში რასობრივი უსამართლობა მთავარ გამოწვევად იყო ქცეული. ასეც მოხდა – 2020 წლის აგვისტოში, ბაიდენმა ჰარისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა.ბაიდენის გამარჯვებისთანევე გაჩნდა პოლიტიკურ წრეებში და მედიაში პროგნოზი, რომ კამალა დღემდე პირველი ქალი ფერადკანიანი ვიცეპრეზიდენტი ასევე, შესაძლოა, 2024 წლის წლის არჩევნებში გახდეს აშშ-ის პირველი ფერადკანიანი ქალი პრეზიდენტი.აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 2020 წელს მედია წერდა: „მომავალი 4 წელი, მოდის პრესა ისაუბრებს არა მხოლოდ ჯილ ბაიდენზე, რომელიც პირველ ლედიდ მოგვევლინა, არამედ კამალაზე, რომელმაც გზა თეთრ სახლამდე კედებით გაიარა.კამილას წარმატებული საქმიანობის პარალელურად, ხშირად ისმოდა კითხვა: ვინ არის ჰარისი? კარიერისტი თუ აქტივისტი? პრაგმატიკოსი თუ პროგრესულად მოაზროვნე? - წლებია უკვე ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებები არსებობს.ამერიკული ვებგვერდი GovTrack-ი კამალა ჰარისს 100 ყველაზე ლიბერალურ სენატორის შორის ასახელებს. The New York Times-ი მას მოიხსენიებს როგორც პრაგმატიკოსს, ხოლო Fox News-ი მას რადიკალს უწოდებს.ნანა ჩხაიძე