რა ემართება თქვენს არტერიულ წნევას ყავის დალევის შემდეგ
1750681080
საერთაშორისო ატომური სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ გროსი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, აბას აღარჩის შეხვედრასა და თანამშრომლობას სთავაზობს.
მისივე თქმით, ატომურ სააგენტოსთან თანამშრომლობას ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ხანგრძლივი უთახმოების დიპლომატიურ გადაწყვეტამდე მიყვანა შეუძლია.
„მივესალმები ირანთან დაკავშირებული ვითარების შესახებ განცხადებას. თანამშრომლობის განახლება საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოსთან წარმატებული შეთანხმებისთვის მნიშვნელოვანია. მივწერე საგარეო საქმეთა მინისტრ არაღჩის და აღვნიშნე, რომ ამ ნაბიჯს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ხანგრძლივი უთანხმოების დიპლომატიურ გადაწყვეტამდე მიყვანა შეუძლია. აღარჩის უახლოეს მომავალში შეხვედრა შევთავაზე“, – წერს გროსი სოციალურ ქსელში.