დააკავეს კაცი, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა და შემდეგ მისი დაწვა სცადა - შსს განცხადებას ავრცელებს
1758822371
რუსეთს შეუძლია, გამოიყენოს ისეთი იარაღი, რომლისგანაც თავშესაფარი ვერ დაგიცავთ. ამერიკელებმაც უნდა გაითვალისწინონ ეს, – ამის შესახებ რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
მისი თქმით, „კიეველმა ნარკომანმა განაცხადა, რომ კრემლმა უნდა იცოდეს, სად არის თავშესაფარი, რათა მის მფლობელებს დამალვა შეეძლოთ, როდესაც ის შორი მოქმედების ამერიკულ იარაღს გამოიყენებს“.
„კიეველმა ნარკომანმა განაცხადა, რომ კრემლმა უნდა იცოდეს, სად არის თავშესაფარი, რათა მის მფლობელებს დამალვა შეეძლოთ, როდესაც ის შორი მოქმედების ამერიკულ იარაღს გამოიყენებს. ამ იდიოტმა უნდა იცოდეს, რომ რუსეთს შეუძლია, გამოიყენოს ისეთი იარაღი, რომლისგანაც თავშესაფარი ვერ დაგიცავთ. ამერიკელებმაც უნდა გაიხსენონ ეს“, – წერს რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.