რუბიო აცხადებს, რომ ტრამპსა და სი ძინპინს შორის შეხვედრის შანსები მაღალია

მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ მალაიზიაში ჩინელ კოლეგასთან პირველი პირისპირ შეხვედრის შემდეგ, სავარაუდოდ, შედგება სამიტი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს შორის.

რუბიომ პარასკევს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვან ისთან გამართულ შეხვედრას „ძალიან კონსტრუქტიული და პოზიტიური“ უწოდა.

ეს შეხვედრა განიხილება, როგორც შესაძლებლობა აშშ-ისა და ჩინეთის ლიდერების სამიტისთვის, რომლის გამართვაც ტრამპს წელს სურდა.

„ორივე მხარეს აქვს ამის გაკეთების დიდი სურვილი. ვფიქრობ, შანსები დიდია“, - განაცხადა რუბიომ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მან აღნიშნა, რომ ორივე ქვეყანა იპოვის „ურთიერთმისაღებ თარიღს“.