17 წლის მოზარდი დაიღუპა სანაპიროზე გათხრილი გვირაბის ჩამოშლის შედეგად - ტრაგედია იტალიაში

ტრაგედია იტალიაში

ტალიის ჩრდილო-დასავლეთით, ტარკვინიის რეგიონის საზღვართან ახლოს, პლაჟზე 17 წლის მოზარდი ტრაგიკულად დაიღუპა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, მოზარდმა პლაჟზე გვირაბი გათხარა და ერთი ბოლოდან მეორეში გასვლა სცადა, როდესაც ქვიშა ჩამოიშალა და ის ცოცხლად ჩაიმარხა.

თვითმხილველების თქმით, გვირაბის ჩამოშლის შედეგად, მოზარდი სრულად მიწით დაიფარა.

მაშველების მოსვლამდე, ბიჭის გადარჩენა მამამ და პლაჟზე მყოფმა დამსვენებლებმა სცადეს, თუმცა მაშველების ადგილზე მისვლის დროს ბიჭი უკვე გარდაცვლილი იყო. 17 წლის ბიჭი პლაჟზე მამასთან და უმცროს და-ძმებთან ერთად იმყოფებოდა.