„როგორი ნიჭიერი და საამაყო იყავი, შვილო...“ - ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს გლოვობენ
1793874921
რომის პაპმა ფრანცისკემ მღვდლები და მონაზვნები ინტერნეტში პორნოგრაფიის ყურების საფრთხის შესახებ გააფრთხილა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, პაპმა აღნიშნა, რომ პორნოგრაფია „მღვდლის გულს ასუსტებს“. „ეს გარყვნილებაა, რომელიც ბევრ ადამიანს ახასიათებს, მღვდლებსა და მონაზვნებსაც კი. იქიდან ეშმაკი შედის. სუფთა გული, რომელსაც იესო ყოველდღე იღებს, ვერ აღიქვამს ამ პორნოგრაფიულ ინფორმაციას“, - განაცხადა ფრანცისკემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ადამიანებმა სოციალურ ქსელებზე ბევრი დრო არ უნდა დახარჯონ.
კათოლიკური ეკლესიის მღვდლებს ქორწინება 900 წლის წინ აეკრძალათ. მანამდე სასულიერო პირები ხშირად ქორწინდებოდნენ.