როგორც წესი, ჩემთვის მისაღებია, როდესაც ადამიანები ხუმრობენ და არა, როდესაც სულელურ ომებს იწყებენ - ჯეი დი ვენსი ტრამპის ფოტოს გამოეხმაურა

ჯეი დი ვენსი

როგორც წესი, ჩემთვის მისაღებია, როდესაც ადამიანები ხუმრობენ და არა, როდესაც სულელურ ომებს იწყებენ, რამაც ათასობით ჩემი თანამემამულე იმსხვერპლა, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი დონალდ ტრამპის მიმართ არსებულ კრიტიკას რომის პაპის ფოტოსთან დაკავშირებით.

ნეოკონსერვატორმა ბილ კრისტოლმა სოციალურ ქსელში ჯეი დი ვენსი მონიშნა და ჰკითხა, რას ფიქრობდა წმინდა მამის ასეთი უპატივცემულობით და დაცინვით.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი საკუთარი ფოტო გამოაქვეყნა რომის პაპის ამპლუაში. ამის გამო დონალდ ტრამპს აკრიტიკებენ.