1692302192
Reuters: ირანის სასულიერო საბჭო აიათოლა ალი ხამენეის მემკვიდრის შერჩევის პროცესს აჩქარებს

ირანის სასულიერო საბჭო აიათოლა ალი ხამენეის მემკვიდრის შერჩევის პროცესს აჩქარებს.
Reuters-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ განიხილება ორი კანდიდატი - ალი ხამენეის 56 წლის ვაჟი მოჯტაბა ხამენეი და ისლამური რევოლუციის ლიდერისა და ყოფილი აიათოლას, რუჰოლა ხომეინის შვილიშვილი, ჰასან ხომეინი. ის მჭიდროდ არის დაკავშირებული რეფორმატორთა ფრთასთან, რომელიც პოლიტიკური და სოციალური შეზღუდვების შემსუბუქების ინიციატივით გამოდის. ხამანეის ვაჟი – მოჯტაბა კი, მამის მსგავსად, ხისტი ხაზის მხარდამჭერია.