ვანგას წინასწარმეტყველება 2025 წლისთვის - რა ელის კაცობრიობას
1752103172
უკრაინის რეგიონებში საჰაერო განგაშია გამოცხადებული. მოსახლეობას თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდებენ.
აფეთქებებია კიევში. ოკუპანტებმა იერიში დედაქალაქზე ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით მიიტანეს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაშავდა 13 მოქალაქე. განადგურდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელთან, კიტ კელოგთან რომში დახურულ შეხვედრაზე რუსეთისთვის ახალი სანქციები და უკრაინისთვის სამხედრო დახმარების საკითხები განიხილა. უკრაინის მხარდაჭერის შესახებ ისაუბრა ტრამპმაც. ამერიკის პრეზიდენტი უკრაინაში "პეტრიოტის" ტიპის საჰაერო თავდაცვის კომპლექსის გაგზავნას განიხილავს.
ამავე დროს სააგენტო REUTERS-ი ორ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, პაუზის შემდეგ უკრაინისთვის ზოგიერთი სახეობის იარაღის მიწოდება ისევ დაიწყო. საუბარია 155 მილიმეტრიან საარტილერიო ჭურვებსა და რაკეტებზე, რომლებსაც მობილური სარაკეტო საარტილერიო სისტემებისთვის იყენებენ.