რადამ უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის თანამდებობიდან გადადგომას მხარი დაუჭირა

შმიგალი

რადამ უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის თანამდებობიდან გადადგომას მხარი დაუჭირა.

როგორც უკრაინული მედია წერს, 261-მა დეპუტატმა მისცა ხმა შმიგალის თანამდებობიდან დათხოვნას, ხოლო წინააღმდეგი არცერთი დეპუტატი არ ყოფილა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება 15 ივლისს წარადგინა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრის გადადგომა ავტომატურად იწვევს მთელი მთავრობის გადადგომას.