„... ქორწილში ბომბი გაუგზავნა, რომელიც გახსნისთანავე აფეთქდა..." - ინდოეთში მომხდარმა ამ შემთხვევამ მსოფლიო შეძრა

ინდოეთი

ინდოეთში სამუდამო პატიმრობა მიესაჯა მამაკაცს, რომლის ე.წ. „საქორწილო ბომბმა" 26 წლის ახალგაზრდა იმსხვერპლა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ინდოეთის აღმოსავლეთ შტატ ოდიშაში, კოლეჯის ყოფილმა დირექტორმა ახალდაქორწინებულ წყვილს საქორწილო საჩუქრად გაუგზავნა ამანათი, რომელიც გახსნისთანავე აფეთქდა. ადგილზე გარდაიცვალა 26 წლის მამაკაცი და მისი დიდი დეიდა, ხოლო მეუღლე მძიმედ დაშავდა.

BBC-ის ცნობით, როგორც გამოძიებით გაირკვა, ბრალდებულმა დანაშაული პროფესიული მეტოქეობის მოტივით ჩაიდინა და ყველაფერი საგულდაგულოდ დაგეგმა.

მან ბომბის გასაგზავნად ყალბი სახელი და მისამართი გამოიყენა. საკურიერო სერვისის არჩევისას კი ისეთზე შეაჩერა არჩევანი, რომელიც ვიდეო თვალთვალსა და ამანათების სკანირებას არ მოიცავდა.

ბომბმა ავტობუსით 650-ზე მეტი კილომეტრი გაიარა და საბოლოო დანიშნულების ადგილამდე რამდენიმე ადამიანის ხელში გადავიდა.