1749042430
ნიკა ჯღარკავამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის პოსტი დატოვა

ნიკა ჯღარკავა სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა და აღმასკომი დატოვა – ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ფედერაციის XXXV რიგითი ყრილობის დასაწყისში განაცხადა.
„ნიკა ჯღარკავა პირველივე დღიდან ჩვენი გუნდის წევრი იყო, ფედერაციიდან მისი წასვლა გულდასაწყვეტია, მაგრამ ნიკას გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ და წარმატებებს ვუსურვებთ შემდგომ საქმიანობაში, ჩვენი გუნდის სახელით კი მინდა, მას მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.
ნიკა ჯღარკავა „დინამო თბილისის“ დირექტორი იყო. სფფ-ში 2015 წლიდან საქმიანობდა, მისი ინიციატივით განხორციელდა მასობრივი ფეხბურთის განვითარების პროექტები, რომლის შედეგადაც საქართველოში ფეხბურთელების რაოდენობა 12 ათასიდან 40 ათასამდე გაიზარდა.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის XXXV რიგითი სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ 12:00 საათზე დაიწყო. დღის წესრიგით, ყრილობის დელეგატები რამდენიმე საკითხს განიხილავენ.