პუტინი: დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ენერგიულად დებს ძალისხმევას ამ პროცესში, რათა მიაღწიოს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას

პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-თან მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

მისი თქმით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ენერგიულად დებს ძალისხმევას ამ პროცესში, რათა მიაღწიოს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას.

„მოგიყვებით, რა ეტაპზე ვართ ამჟამინდელ ამერიკულ ადმინისტრაციასთან, რომელიც, როგორც ყველასთვის ცნობილია, ჩემი აზრით, იღებს საკმარისად ენერგიულ და გულწრფელ ძალისხმევას, რათა შეწყდეს საბრძოლო მოქმედებები, შეჩერდეს კრიზისი და მივიდეთ შეთანხმებამდე, რაც ამ კონფლიქტში ჩართული ყველა მხარის ინტერესია, რომ შეიქმნას მშვიდობისთვის ხანგრძლივი პირობები როგორც ჩვენს ქვეყნებს შორის, ისე ევროპასა და მთელ მსოფლიოში“, – აღნიშნა პუტინმა.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ აშშ-თან მომდევნო კონტაქტების ეტაპზე მიაღწიონ სტრატეგიული შეტევითი იარაღის კონტროლის სფეროში შეთანხმებას.