არჩილ ნიჟარაძე: ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობა მხვდა წილად - ვიყო თბილისის საკრებულოს საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. დიდ მადლობას ვუხდი კახა კალაძეს და მთელ პოლიტიკურ გუნდს ნდობისთვის

არჩილ ნიჟარაძე

დიდ მადლობას ვუხდი თბილისის მერს, ბატონ კახა კალაძეს, და მთელ პოლიტიკურ გუნდს ნდობისთვის, - წერს სოციალურ ქსელში საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი არჩილ ნიჟარაძე, რომელიც კოსტავას, ბახტრიონის, დოლიძისა და ხილიანის ქუჩების წარმომადგენელი იქნება.

„მოგესალმებით, ჩემო საბურთალოელებო. ძალიან დიდი პატივი და ამასთანავე დიდი პასუხისმგებლობა მხვდა წილად - ვიყო თბილისის საკრებულოს საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. თქვენი გვერდში დგომით დარწმუნებული ვარ, ყველაფერს თავს გავართმევ და სათანადოდ მოვემსახურები ჩემს უსაყვარლეს ქალაქს, ჩემს უბანს - საბურთალოს, სადაც დავიბადე და გავიზარდე, სადაც თითოეული ქუჩა და ადამიანი ჩემთვის უძვირფასესია.

დიდ მადლობას ვუხდი თბილისის მერს, ბატონ კახა კალაძეს, და მთელ პოლიტიკურ გუნდს ნდობისთვის.

მჯერა, რომ ერთად დგომით ბევრ კეთილ საქმეს გავაკეთებთ.

წარმატებას ვუსურვებ მმართველი გუნდის ყველა კანდიდატს!

მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს და მეტი განვითარება საბურთალოს!“, - წერს არჩილ ნიჟარაძე.