პრეზიდენტ ტრამპს სურს თვალებში ჩახედოს პუტინს, ყველა ვარიანტი სცადოს და უკრაინაში ომი შეაჩეროს - თეთრი სახლის პრესმდივანი

კაროლინ ლევიტი

თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ტრამპს სურს გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, რათა სცადოს უკრაინაში მიმდინარე ომის მშვიდობიანი გზით მოგვარება.

„პრეზიდენტს სურს ამოწუროს ყველა ვარიანტი, რათა ეს ომი მშვიდობიანი გზით მოგვარდეს. მას სურს დაჯდეს, რუსეთის პრეზიდენტს თვალებში ჩახედოს და ნახოს, რა პროგრესის მიღწევაა შესაძლებელი საქმეების წინსვლისა და ამ სასტიკი ომის დასრულებისთვის 

ხვალ დილით ადრე პრეზიდენტი ტრამპი თეთრი სახლიდან გაემგზავრება სამხედრო ბაზაზე ანკორიჯში, სადაც გამართავს პირად შეხვედრას პრეზიდენტ პუტინთან, რის შემდეგაც შედგება ორმხრივი სადილი ორივე ქვეყნის შესაბამის დელეგაციებთან, შემდეგ კი პრესკონფერენცია," - განუცხადა მან Fox News-ს.