1745299467
Politico: სახელმწიფო დეპარტამენტი ევროპას სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებს და ორუელისეული ცენზურის დაწესებაში სდებს ბრალს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ევროპაზე ზეწოლას ახდენს და მას სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაში სდებს ბრალს. ინფორმაციას Politico ავრცელებს.
„ეს ორუელისეული გზავნილი შეერთებულ შტატებს ვერ მოატყუებს. ცენზურა - ეს თავისუფლება არ არის“, - ციტირებს გამოცემა სახელმწიფო დეპარტამენტს.
Politico-ს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ ევროპაში ათასობით ადამიანი ევროპული მთავრობების მისამართით გამოთქმული ბრალდებების გამო კრიტიკას ექვემდებარება.
სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ განცხადებას ევროპაში მიღებულ ციფრული მომსახურების შესახებ DSA კანონს უკავშირებს, რომელიც ევროკავშირში სოციალური ქსელებისა და ტექნოლოგიების მუშაობას არეგულირებს. აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნული კანონი „ევროპელ ლიდერებს საკუთარი ხალხისგან იცავს“.
Politico აღნიშნავს, რომ მიმდინარე წლის თებერვალში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ევროპული მთავრობები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ევროპა საკუთარ ფუძემდებლურ პრინციპებზე უარს ამბობს.