Euronews: ფონ დერ ლაიენმა ზელენსკის დაურეკა და ახალი ანტიკორუფციული კანონის თაობაზე განმარტებები მოსთხოვა

ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისია ამკაცრებს ტონს უკრაინის ახალ კანონთან დაკავშირებით, რომელიც ასუსტებს ორი ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობას, - წერს Euronews.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ვოლოდიმირ ზელენსკის დაურეკა, რათა გამოეხატა თავისი „დიდი შეშფოთება“ და მოეთხოვა „განმარტებები“ ახალ კანონთან დაკავშირებით, რომელიც ასუსტებს უკრაინის ორი ანტიკორუფციული სააგენტოს - უკრაინის ანტიკორუფციული ეროვნული ბიურო და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა - დამოუკიდებლობას.

„პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა გამოხატა თავისი დიდი შეშფოთება ცვლილებების შედეგებთან დაკავშირებით და უკრაინის მთავრობას განმარტებები მოსთხოვა“, - განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა.

„კანონის უზენაესობის პატივისცემა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ევროკავშირის ძირითადი ელემენტებია. როგორც კანდიდატი ქვეყანა, უკრაინა ვალდებულია სრულად დაიცვას ეს სტანდარტები. კომპრომისი აქ დაუშვებელია“, - დასძინა მან.